myquiz

კარფურის 10 წლის იუბილე და მორიგი კამპანია ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის - Gemrielia.ge

კარფურის 10 წლის იუბილე და მორიგი კამპანია ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. 

 

ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით, საინტერესო შეთავაზებებითა და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია. 

 

10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „კარფური“ მთელი წლის განმავლობაში გეგმავს მრავალფეროვანი პრიზები შესთავაზოს ერთგულ მომხმარებლებს. კამპანიის ფარგლებში, ყოველი თვის 10 დღე საჩუქრებითა და პრიზებით იქნება დატვირთული. თებერვალში „კარფურის“ მომხმარებლებმა განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეს - 2 დღიანი საგზური, 2 ადამაინზე - ლოპოტა სპა რეზორტში. 

 

1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით კი, საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს, რომელიც „კარფურში“ შოპინგს გადაწყვეტს, შანსი ექნება მოიგოს Voulez-Vous-ს პარფიუმერიის სასაჩუქრე ვაუჩერი, რომლის განაღდებაც Voulez-Vous-ს მაღაზიათა ქსელის ნებისმიერ ფილიალში შეეძლება, საყვარელი ადამიანისთვის ან საკუთარი თავისთვის სუნამოს ან სხვა სასურველი ნივთის შეძენისას. 

 

 

გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა ეწვიოთ „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალს, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და არ დაგავიწყდეთ კარფურის დაგროვების პროგრამის, „მაი ქლაბ“ გამოყენება. ბოლოს კი დააკვირდით თქვენს ქვითარს, რომელიც შესაძლებელია მომგებიანი აღმოჩნდეს. 

 

გარდა ამისა, „კარფური“ თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებულ შეთავაზებებთან და ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად სხვა ბრენდების საჩუქრებსაც უმზადებს, მათ შორის: ფილიფსის, ბერლონგისა და ფრანკოს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ეველაინის თავის მოვლის საშუალებებს, ლორეალის დეკორატიულ კოსმეტიკას, ჰენკელის სახლის მოვლის საშუალებებსა და მრავალ სხვას.  

 

ფრანგულმა ბრენდმა, ბოლო 10 წლის განვალობაში განსაკუთრებული და მარტივი, საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილება დანერგა საქართველოში - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქციით, თვითმომსახურების სალაროებით, ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბ“-ის შემოღებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. გარდა ამისა, „კარფური“ მუდამ მხარს უჭერს ადგილობრივ წარმოებასა და ფერმერებს, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და აქტიურად იღებს მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკის ზრდაში 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით.  

 

„კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში 2012 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ბრენდის ფიზიკური და ციფრული გაფართოება აქტიურად გრძელდება. 

 

R