ჯერ კიდევ 5-6 ათასი წლის წინ მოჰყავდათ მარცვლეული... - გაიცანით უკრაინული სამზარეულო, კულტურა და ტრადიციები - Gemrielia.ge

ჯერ კიდევ 5-6 ათასი წლის წინ მოჰყავდათ მარცვლეული... - გაიცანით უკრაინული სამზარეულო, კულტურა და ტრადიციები

 

უკრაინული სამზარეულო მრავალი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა. თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე, სამზარეულო ერთგვაროვანია როგორც საკვები პროდუქტების ნაკრებით, ისე მათი დამუშავების საშუალებებით. უკრაინული სამზარეულოს ზოგიერთმა კერძმა, სხვა ხალხთა შორისაც ფართო გავრცელება ჰპოვა, განსაკუთებით კი სლავურში.

 

უკრაინული სამზარეულო ცნობილია მისი მრავალფეროვნებითა და მაღალი გემოვნებითი მახასიათებლებით. უკრაინული სამზარეულო კერძების ასობით რეცეპტს მოიცავს: ბორში და პამპუშკა, პალიანიცა და გალუშკები, სოკოს იუშკა ანუ ბულიონი, სოკოს სოუსი, ბანუში, ვარენიკები, თაფლისა და ხილისგან დამზადებული სასმელები და შემწვარი კერძები, რომლებიც ცნობილია უკრაინის საზღვრებს გარეთაც. ზოგიერთ კერძს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგალითად, უკრაინული ბორში. მაგალითად ჯერ კიდევ 5-6 ათასი წლის წინ ტრიპოლის კულტურის დროს,უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას მოჰყავდა მარცვლეული კულტურები — ხორბალი, ქერი და ფეტვი. ჭვავი გაცილებით გვიან გამოჩნდა, დაახლოებით ათასი წლის წინ. მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენებამ, ნადირობამ და თევზჭერამ უკრაინული სამზარეულოს მენიუ მრავალფეროვანი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნი დასაწყისში ხორცისგან დამზადებული კერძები ხალხში სადღესასწაულოდ მიიჩნეოდა.

 

უყურეთ ვიდეოს გაიგეთ ბევრი რამ უკრაინის კულტურისა და ტრადიციების შესახებ