ყავა - ეშმაკივით შავი და ანგელოზივით სუფთა - Gemrielia.ge

ყავა - ეშმაკივით შავი და ანგელოზივით სუფთა


პირველი ცნობები ყავის შესახებ ჩვენს ერამდე მე-9 საუკუნეს ეკუთვნის. ითვლება, რომ ყავის მარცვლებს ყურადღება პირველად იემენის შეიხმა მიაქცია, რომელიც სხვადასხვა მცენარის სამკურნალო თვისებების შესწავლით იყო გატაცებული. მან აღმოაჩინა, რომ ყავა თავის ტკივილს ხსნიდა და კუჭის პრობლემების დროსაც მოჰქონდა შვება.
სხვა ლეგენდის თანახმად, ყავის აღმოჩენას ერთ ეთიოპიელს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც შენიშნა, რომ მისი თხა ყავის ხის ფოთლების შეჭმის შემდეგ მეტისმეტად უცნაურად იქცეოდა. შემდეგ მან თვითონაც გასინჯა ფოთლები, ნაყოფისგან კი ნაყენი მოამზადა. მალე უამრავმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ყავის სასმელის გასინჯვის შემდეგ ძილი აღარ ეკარებოდათ და თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ.

GEMRIELIA
თანდათანობით ყავა სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა და პოპულარული სასმელი გახდა.

ყავა არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა, მაგრამ ზომიერად მიღების შემთხვევაში. სპეციალისტების მტკიცებით, ის ამცირებს პარკინსონის დაავადების განვითარების შანსს, ხსნის ფიზიკური დატვირთვით გამოწვეულ კუნთების ტკივილს, ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითერების რისკს.

სილამაზის რეცეპტები ყავით

იცით, რომ ყავა საუკეთესო საშუალებაა ცელულიტთან საბრძოლველად? ნუ იჩქარებთ ყავის ნალექის გადაყრას და წრიული მოძრაობით, ენერგიულად წაისვით პრობლემურ ზონებზე, შეიფუთეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

სახის კანსა და თმას ყავის ნიღაბი ძალიან უხდება. მაგრამ ამ შემთხვევებში ყავა აუცილებლად ნატუალური უნდა იყოს, დანამატების და შაქრის გარეშე. ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და სხვა ინგრედიენტი საჭიროების და კანის ტიპის მიხედვით დაამატეთ.


დღეში 2 ჭიქა ყავა, მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით, კანის დაბერების პროცესს ანელებს. ასე რომ თამამად მიირთვით ეს ღვთაებრივი სასმელი და იყავით ჯანმრთელი!