„ახლა ნარჩენების გადაყრის დრო არ არის! ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეგიძლიათ“ - ცნობილი შეფების რჩევები ნარჩენი პროდუქტების გასაახლებლად - Gemrielia.ge

„ახლა ნარჩენების გადაყრის დრო არ არის! ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეგიძლიათ“ - ცნობილი შეფების რჩევები ნარჩენი პროდუქტების გასაახლებლად


საკვების ნარჩენების შემცირების ყველაზე ეფექტური გზა, უბრალოდ საჭირო რაოდენობის პროდუქტის ყიდვაა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუძლებელია ყოველ ჯერზე ზუსტად განსაზღვრო რა რაოდენობის პროდუქტი დაგჭირდება კერძისთვის.

 

მზარეულების უმეტესობას აქვს საკუთარი საიდუმლოები ნარჩენების გამოყენების შესახებ. შეფები ეძებენ ეშმაკურ გზებს, რათა შეამცირონ საკვები ნარჩენების რაოდენობა სახლსა და რესტორნებში. ნარჩენი ბოსტნეულის არომატების გამოყენებით უგემრიელესი მწნილებისა და პასტების დამზადებაა შესაძლებელი. 

 

პირველ რიგში, შეგიძლიათ გაყინოთ ნარჩენები ყინულების გასაკეთებელ ფორმებში. თუ ნარჩენებს შეატყობთ, რომ სურნელს კარგავს, დაუმატეთ ჯინჯერი, ნიორი, ლიმონი ან სხვადასხვა ფერის წიწაკა და გაყინეთ ისე, რომ შემდეგ შეძლოთ მათი დაფშვნა მოგვიანებით მაკარონში ან მსგავს კერძებში დასამატებლად.

 

 

კენკრა, ციტრუსები, მწვანილები შეგიძლიათ გაყინვის შემდეგ გამოიყენოთ წყალში ან კოქტეილებში დასამატებლად.
შეინახეთ სტაფილო, კარტოფილი, ოხრახუში, ყვავილოვანი კომბოსტოს ღეროებიც კი. ჩაყარეთ ყველაფერი ჩანთაში და გაყინეთ, შეინახეთ მარაგის სახით. მხოლოდ მარილისა და წიწაკის დახმარებით შეგეძლებათ ეს მარაგი აქციოთ სუპად ან ბულიონად, ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე. 

 

მოამზადეთ საჭმელები სალათის და ბოსტნეულის ფოთლებისგან. ფოთლები და მწვანილი ხშირად ჩვენს სახლებში, ურნებში ხვდება ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში უამრავი გზა არსებობს მათ შესანარჩუნებლად. უმეტესობა მათგანი შეგიძლიათ დაჭრათ და მოხარშოთ წიწაკის, ნიორის ან კარაქის დამატებით. მაგალითად, ყვავილოვან კომბოსტოს დაამატეთ მწვანილის ღეროები, ფოთლები, მარილი და პილპილი, შემდეგ კი შეწვით.

 

 

შეფ-მზარეული მაქს ლა მანა ამზადებს არომატულ სუპს თითქმის ყველა ნარჩენის გამოყენებით. ლა მანა გირჩევთ, დაამატოთ ისინი დიდ თასში, დაასხათ მდუღარე წყალი 30 წამის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც ნარჩენების ფერი გაღიავდება, ჩაყაროთ ცივ წყალში 1-2 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ ნიორი, შესაძლოა დაგჭირდეთ ოდნავ წყლის დამატება, საბოლოოდ, პიურე გაყინეთ, რათა მომავალში მიიღოთ ბულიონის კუბების მსგავსი პროდუქტი.

 

შეფ-მზარეული აკის პეტრეციკისი გვარწმუნებს, რომ ნებისმიერი ნარჩენის გამოყენება შესაძლებელია წვნიანში, ჩაშუშულში, ღვეზელში და ა.შ. თუ ქათმის ნარჩენები გაქვთ, დაამატეთ ის პიცას, ზედმეტად მწიფე ბოსტნეული - ლაზანიას...


შეფი რომი გილი გვასწავლის, რომ თუ კარტოფილზე, სტაფილოზე და ნებისმიერ მსგავსი სახის ბოსტნეულზე დავტოვებთ ცოტაოდენ კანს, მარტივად მივიღებთ ნებისმიერი მათგანის შეწვით უგემრიელეს ჩიფსებს.

 


ლაბრონ-ჯონსონი ნარჩენებს კერძების გასალამაზებლად იყენებს. ფერადი ბოსტნეულის კანი ძალიან უხდება შემწვარ ხორცს, ჯონსონი ამბობს, რომ ვაშლისა და მსხლის ქერქებს ღვინოში ან კოქტეილებში იყენებს.


არ დაგავიწყდეთ მწნილის არსებობაც. რომი გილი უგემრიელეს ჭარხლის მწნილს ამზადებს. მწნილის გაკეთება შეიძლება კომბოსტოსგან, ხახვისგან... მოკლედ, ნებისმიერი ბოსტნეული, რომელიც „შემოგრჩათ“, შეგიძლიათ მწნილად აქციოთ.


დარბილებული მარწყვის, ქლიავის, მაყვლის, ალუბლისა და სხვა მსგავსი ტიპის ხილისგან შეგიძლიათ ჯემების მოამზადოთ.

 


თუკი საკუთარ სახლში ცხოვრობთ, შეგიძლიათ ნარჩენები ბაღში დაყაროთ. ისინი დალპება და მომავალში არაჩვეულებრივ, ბუნებრივ ნიადაგს მიიღებთ, სადაც ნებისმიერი პროდუქტის მოყვანას შეძლებთ. ასე შეინარჩუნებთ ჯანსაღ გარემოსაც და თქვენს კვების რაციონს შედარებით უსაფრთხოს გახდით.