„რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას არ აპირებენ“ - ასოციაციის ხელმძღვანელი
ამ ვითარებაში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას არ აპირებენ , - ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კონიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასოციაციის წევრი კომპანიების მთავარი ამოცანა ადგილობრივი ბაზრის მომსახურებაა.
კახაბერ კონიაშვილის განმარტებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნაზე მოლაპარაკებები 2020 წელს დაიწყო და რუსეთმა საქართველოსთვის შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.
„წლების წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთთან 2020 წელს, რომ ბაზარი გახსნილიყო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, მათ შორის, რძის პროდუქტებისთვის.
ახლა, ამ ვითარებაში მათ ბაზარი გახსნეს, ალბათ გაუჭირდათ ძალიან, რადგან შეზღუდვები აქვთ რიგი ქვეყნებიდან დაწესებული პროდუქტების შეტანაზე. შესაბამისად, მათ იმ ქვეყნებზე, რომლებზე მანამდე შეზღუდვები ჰქონდათ დაწესებული, მათ შორის, ჩვენზე, მოხსნეს. ეს არის იმათი გადაწყვეტილება, რომ ბაზარი გაეხსნათ ჩვენი პროდუქტებისათვის.
ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ ამ ვითარებაში ასოციაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას. მთელი ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ადგილობრივ ბაზარს მოვემსახუროთ და ქართველი მომხმარებელი არ დარჩეს პროდუქტების გარეშე, არა თუ გავიტანოთ... გააგრძელეთ კითხვა