რას ნიშნავს ულტრა დამუშავებული საკვები და რატომ არის იგი განსაკუთრებით სახიფათო მოზარდებისთვის
ულტრა დამუშავებული საკვები, ანუ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს, მარილს, ზეთს, ჰიდროგენებს შეიცავს, საკმაოდ სახიფათოა ტვინის მუშაობისთვის, მითუმეტეს, თუ მას ახალგაზრდა მიირთმევს.
მიწისთხილის კარაქი, პასტა, პიცა, ბურგერი... ეს ყველაფერი ულტრა დამუშავებული საკვებია.
კვების რაციონმა, რომელიც გაჯერებულია ამ სახის საკვებით, შესაძლოა, გამოიწვიოს გონების მკვეთრი დაქვეითება.
ტვინში ნეიროტრანსმიდერი დოფამინის გამოყენება სიამოვნების განცდას ქმნის. ეს სიამოვნების განცდა ერთნაირია ფულზე, ნარკოტიკებზე, პოზიტიურ განწყობებზე და საკვებზე. ნეირომეცნიერი ნორა ვოლკოვი ამას ევოლუციის პერიოდში საკვების მწირ რაოდენობას უკავშირებს, იმ დროს ხალხს საკვები მხოლოდ გადარჩენისთვის სჭირდებოდა, ახლა კი ისეთი ფართო არჩევანია, ადამიანები სიამოვნებაზე უფრო მეტად ფიქრობენ, ვიდრე შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებაზე.
საკვებიდან დოფამინის გამოყოფის დონე უფრო მაღალია ვიდრე რომელიმე ცნობილი ნარკოტიკული ნივთიერებიდან. ეს ყოველივე საკვებზე მოთხოვნილებას აჩენს და თანდათან უფრო აძლიერებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი საკვები, განსაკუთრებით ცხიმიანი და შაქრის შემცველი საკვები, ასტიმულირებს ჯილდოს მიღების გრძნობას. დოქტორმა დუგლასმა ამას მინიმალური ტკივილისა და ძალისხმევის ხარჯზე მაქსიმალური სიამოვნების მიღება უწოდა.
დოფამინს შეუძლია ურთიერთქმედება გლუტამატთან, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს სწავლაში, ლტოლვასა და აზროვნებაში.
BBC-ის დოკუმენტურ ფილმში დოქტორი კრის ვან ტულეკენი ერთი თვის განმავლობაში ჭამდა ულტრა-დამუშავებული საკვების 80 პროცენტს - იმავე პროცენტს, რასაც მოსახლეობის მეხუთედი ჭამს. ოთხკვირიანი ექსპერიმენტის განმავლობაში, მისი ტვინის აქტივობის სკანირებამ აჩვენა უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჯილდოს მიღებულ დროს გამოწვეულ სიამოვნებაზე. გაჩნდა ცვლილებები ტვინის ამ უბნებში და ეს ცვლილებები ექსპერიმენტის დასრულებიდან ექვს კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.
აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ მხოლოდ საკვების ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს ლტოლვა. ამ უაღრესად მომგებიანი საკვების განმეორებითმა ხშირმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ჭამის „ძლიერი სურვილის კონტროლის“ უნარის დაკარგვა. დოქტორი ლისლის თქმით, რაც უფრო მეტ ასეთ საკვებს მიიღებთ, მით უფრო მეტი საკვები დაგჭირდებათ იმავე სიამოვნების შესანარჩუნებლად.
დოფამინის გამომუშავება მაშინაც კი იწყება, როდესაც უყურებთ, ყნოსავთ, გესმით ან ფიქრობთ საკვებზე, და ეს აძლიერებს თქვენს მოტივაციას რომ ჭამოთ იგი.
ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მოზარდები უფრო დაუცველები არიან „ჯილდო საკვების" ეფექტის მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ტვინის უნარი, შეაფასოს რისკები და გააკონტროლოს ქცევა, ჯერ კიდევ ვითარდება, დაახლოებით 25 წლამდე.
ასევე, არსებობს მტკიცებულება, რომ დოფამინი განსაკუთრებით უხვად გამოიყოფა მოზარდობის პერიოდში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებული კვების რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც.