„შესაძლოა, მათ მსგავსი გემო ან ფორმა ჰქონდეთ, მაგრამ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება,“ - აი, რა განსხვავებაა კრეპებს, ბლინებს, ოლადებსა და ფენქეიქებს შორის
ფენქეიქები, ბლინები, კრეპები და ოლადები განსაკუთრებით დიდი პოპულარობით იმ ოჯახებში სარგებლობს, სადაც ბავშვები იზრდებიან, რადგან ოთხივე მათგანი ბავშვების საყვარელი ტკბილეულია. მაგრამ, დიასახლისები, როგორც წესი, ფიქრობენ რომ ამ ოთხეულს შორის განსხვავება თითქმის არ არის ან საერთოდ არ არის.
სინამდვილეში, ოთხივე მათგანი განსხვავდება თავიანთი წარმომავლობით, რეცეპტითა თუ მომზადების ტექნიკით.
მაგალითად, ფენქეიქების შემთხვევაში, რეცეპტი თითქმის იგივეა, რაც კრეპებისა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ განსხვავება მხოლოდ მათს ზომასა და ფორმაშია, თუმცა მთავარი და ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ ტრადიციული ფენქეიქები ზეთის გარეშე იწვება და მის შესაწვავად ზეთს ან ცომშივე ამატებენ, ან დენის გაზს იყენებენ, რათა ტაფაზე დამატებით ზეთის მოთავსება საჭირო არ გახდეს.
რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
ფენქეიქებისგან განსხვავებით, კრეპები შედარებით თხელია, რადგან თუ ხალხი ფენქეიქს გამაფხვიერებლის დახმარებით აკეთებს, კრეპს ის არ სჭირდება, შესაბამისად ნებისმიერი ტოპინგის წასმაც ბევრად უფრო მარტივია. ასევე, კრეპები უფრო ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ფენქეიქები.
რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
ტრადიციული ბლინების ფესვები რუსეთიდან და უკრაინიდან მოდის. გარეგნულად ისინი ძალიან ჰგავს კრეპებს, თუმცა ნამდვილი ბლინი ძირითადად წიწიბურაზე დამზადებული ფქვილით მზადდება, ხოლო კრეპებში, ჩვეულებრივ, ხორბლის ფქვილს უფრო იყენებენ.
რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
რაც შეეხება ოლადებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ ოლადები რძის ნაცვლად მაწვნით მზადდება, ამის გამო უფრო სქელი, მცირე ზომის და შედარებით ფუმფულაა.
რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
როგორც თავადაც ხედავთ, შესაძლოა, მათ მსგავსი გემო ან ფორმები ჰქონდეთ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით და შეისწავლით, მიხვდებით რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან.
თქვენ რომელი მათგანი გიყვართ ყველაზე მეტად?