პანიკური შესყიდვები და ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი - რატომ გაქრა რიგი პროდუქტები ქართული სუპერმარკეტებიდან?
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისსა და ქუთაისის სუპერმარკეტებში რიგი პროდუქტების დეფიციტია, მაგალითად, ფქვილის, ზეთის, შაქრის და ა.შ.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, რადგან პანიკური შესყიდვა ხდება.
მისივე თქმით, პროდუქტების დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არ დგას და მოსახლეობას მოუწოდა, პანიკური შესყიდვებისგან თავი შეიკავონ, რათა დეფიციტი ხელოვნურად არ შეიქმნას.
"პანიკური ფონი არის ძალიან ცუდი, რადგან როდესაც დახლზე კონკრეტულად ვიღაც ერთი ბრენდის ქვეშ რაღაც პროდუქტს იყიდის და მეორე ხედავს, რომ პროდუქტი არ არის, სამწუხაროდ, ხელოვნურად ეს იწვევს პანიკას და შემდეგ უკვე ვრცელდება, თითქოს რაღაც პროდუქტი არ არის... გააგრძელეთ კითხვა