მითები ალკოჰოლზე - Gemrielia.ge

მითები ალკოჰოლზე


ალკოჰოლის დახმარებით სწაფად გავთბებით.

სინამდვილეში არც მთლად ასეა საქმე: მართალია, შეციებისას 50 გ კონიაკი ან არაყი დაგეხმარებათ- ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს და შინაგან ორგანოებს სისხლი უკეთ მიეწოდება, მაგრამ სასმელის მეტი დოზა მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს. ამ დროს სითბოს შეგრძნება მხოლოდ მოჩვენებითია და სინამდვილეში ორგანიზმი კარგავს მას და უფრო მეტად ცივდება.

ალკოჰოლი მადას აძლიერებს

სპირტიანი სასმელები მართლაც აღვიძლებს მადას. მაგრამ ეს მხოლოდ მსუბუქი შიმშილის გრძნობაა, რომელსაც ძლიერი სასმელები იწვევს, ისიც ძალიან მცირე დოზით - 20-25 გ. თანაც მთელი ეს პროცესი გრძელდება 15-20 წთ. ამიტომ სვამენ ალკოჰოლს აპერიტივის სახით, უშუალოდ ჭამის წინ. მაგრამ მეორეს მხრივ, მშიერ კუჭზე მაგარი სპირტიანი სასმელები ცუდად მოქმედებს, კუჭი ღიზიანდება და მისი მჟავიანობაც იზრდება. საბოლოოდ ამან შესაძლოა გასტრიტი გამოიწვიოს. განა ღირს ასეთი ფასის გადახდა მადიანად ჭამისათვის?

ალკოჰოლი ხსნის სტრესს.

ძალიან ხშირად , დაღლილობის მოხსნას და გუნების გამოკეთებას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობენ. უმეტეს შემთხვევაში ეს არასწორად ხდება, რადგან მოსადუნებლად სულ ცოტაა საკმარისი - 20-30 მლ არაყი ან კონიაკი, 40 მლ ღვინო ან მარტინი. მცირე დოზით სასმელი ორგანიზმის შინაგან დაძაბულობას ხსნის, რაც, შეიძლება ითქვას შეესაბამება "სტრესის მოხსნის" ზოგად ცნებას. მაგრამ, როგორც წესი, ამ მიზნის მისაღწევად ბევრად დიდი რაოდენობით სპირტიან სასმელს სვამენ. ეს, პირიქით, ორგანიზმის გადაღლას და ალკოჰოლურ ეიფორიას იწვევს.

ალკოჰოლი შრომისუნარიანობას ზრდის.

ბევრი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლის მსუბუქი ზემოქმედების ქვეშ მუშაობა უფრო ადვილია, თითქოს ასეთ დროს სააზროვნო პროცესები და შეგრძნებები აქტიურდება. ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სინამდვილეში, ეს ძალიან სუბიექტური შეგრძნებაა და ამ მდგომარეობაში შესრულებული სამუშაო აუცილებლად შეიცავს შეცდომებს.

ხარისხიანი ალკოჰოლი უვნებელია

ნებისმიერ ალკოჰოლს ორგანიზმზე ტოქსიკური გავლენა აქვს. ამის მიზეზია ეთილის სპირტი და რაც უფრო უხარისხოა სასმელი, მით უფრო მომწამვლელად მოქმედებს, რადგან სპირტი გაუფილტრავი და დასაწმენდია. იგივე შეიძლება ითქვას სახლში მომზადებულ ალკოჰოლურ სასმელებზე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა უმაღლესი ხარისხის ხილი გამოიყენოთ და წყალიც შესანიშნავი, სასმელი მაინც ბევრად მავნე იქნება, ვიდრე ნაყიდი ანალოგი. ამის მიზეზი ისაა, რომ სახლის პირობებში სპირტის დაწმენდვა ძალიან ძნელია.

ალკოჰოლი გაციების წამალია

ბევრი ადამიანი მკურნალობს გაციებას არყით: თაფლიანით, წიწაკიანით და ა.შ. არავინ იცის საიდან გაჩნდა ასეთი ცრურწმენა, მაგრამ დარწმუნებულნი კი არიან რომ ეს ძველი ხალხური მეთოდია და ჩვენი წინაპრები სწორედ ასე მკურნალობდნენ. თანამედროვე მედიცინა ამ მეთოდს არ ცნობს. ჯერ ერთი, ეს ცეცხლოვანი სითხე იმუნიტეტს არანაირად არ აძლიერებს, მეორეც, ყელის ტკივილის დროს სპირტი ნამდვილად ცუდი გადაწყვეტილებაა: "მკურნალობის" შემდეგ უფრო მეტად აგტკივათ.

ერთადერთი ალკოჰოლი, რომელიც ასეთ დროს შეგიძლიათ მიიღოთ, ცოტაოდენი შემთბარი წითელი ღვინოა - ის იმუნური სისტემის სტიმულაციას ახდენს.

GEMRIELIA
ლუდი ალკოჰოლი არ არის.

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ რადგან ლუდი დაბალალკოჰოლური სასმელია, ამიტომ ჯანმრთელობს არ ვნებს. ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. მცირე ალკოჰოლის მიუხედავად, ლუდი უარყოფითად მოქმედებს ღვიძლსა და გულზე. გარდა ამისა, ექიმების აზრით ის დამოკიდებულებას იწვევს, ე.წ. ლუდის ალკოჰოლიზმს. ყოველდღე ლიტრობით მისი დალევა დაუშვებელია.

ალკოჰოლი კალორიული არ არის.

უამრავი ქალი დაუღალავად ითვლის კალორიებს, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ ალკოჰოლი მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე პროდუქტია. ამიტომ ნუ გაგიტაცებთ ნაირ-ნაირი კოქტეილები. გაითვალისწინთ, რაც უფრო ძლიერია სასმელი, მით მეტი კალორიაა მასში.

საჭმელს თუ მიაყოლებთ აღარ დათვრებით

ეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ საჭმელს მიაყოლებთ ალკოჰოლს - ცხელს თუ ცივს. ცივი კერძები სპირტის ნეიტრალიზებას ვერ ახდენს, ის სწრაფად გადადის სისხლში და მალეც მოქმედებს. ამიტომ სალათები და სხვა ცივი საუზმეული ალკოჰოლის ცუდი მეგობარია. უმჯობესია ასეთ დროს ცხელი, ცხიმიანი კერძები მიირთვათ: წვნიანები, რაგუ. ისინი ორგანიზმის მიერ ეთანოლის შეწოვას ანელებენ და თრობა ნაკლებადაა გამოხატული