აი, რატომ ვთქვი შაქარზე უარი და რით ჩავანაცვლე - Gemrielia.ge

აი, რატომ ვთქვი შაქარზე უარი და რით ჩავანაცვლე

თეთრი შაქრის გამოყენება იმდენად იქცა ხალხის ყოველდღიურობად, დიასახლისებს მის გარეშე მომზადება ვერც კი წარმოუდგენიათ, მაგრამ ეს ასე არ არის და პირიქით, სახლში შაქრის არქონას უამრავი დადებითი მხარეც აქვს.

წარსულში ხილის წვენისგან დამზადებული სიროფი იყო ერთადერთი და ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი. დღეს რაფინირებულმა შაქარმა მთლიანად ჩაანაცვლა ის. შაქარი მზადდება შაქრის ლერწმის ან შაქრის ჭარხლისგან.

არსებობს შაქრის რამდენიმე განსხვავებული ტიპი, რომლებიც კულინარიას ტექსტურების, ელფერების და არომატების მთელ რიგს ამატებენ. ძირითადად, შაქარი ორ კატეგორიად იყოფა: ყავისფერი და თეთრი შაქარი.

თეთრი შაქარი - ეს არის რაფინირებული ყავისფერი შაქარი. მისი გემო უფრო ტკბილია, ვიდრე ყავისფერი შაქრისა. რაფინირებული შაქარი ორგანიზმისთვის საკმაოდ საზიანოა. მან შეიძლება გაზარდოს სიმსუქნის ტიპი, გამოიწვიოს დიაბეტი ან მოახდინოს გულის დაავადებების პროვოცირება. შაქარი ასევე უკავშირდება დეპრესიას, ღვიძლის დაავადებას და სხვა უამრავ დაავადებასაც.

თეთრ და ყავისფერ შაქარს შორის არჩევანი მხოლოდ პირად შეხედულებებს ემყარება. ისინი ერთმანეთის მსგავსია და ჯანმრთელობაზეც თითქმის ერთნაირად მოქმედებს.

რა დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შაქარს თქვენს ჯანმრთელობაზე?

შაქარს მოაქვს ენერგიის მაღალი დონე, გეხმარებათ უკეთესად ძილში და აუმჯობესებს ნაწლავების მდგომარეობას. თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქამდე, რომ შაქრის გამოყენება მხოლოდ გემოვნების საკითხია და ორგანიზმისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუნდაც ადამიანმა შაქარი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიიღოს, მას პრობლემები მაინც არ შეექმნება.

ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) თანახმად, სხეულს არ სჭირდება დამატებითი რაოდენობის შაქარი ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ბუნებრივად წარმოქმნილ შაქარს გააჩნია სხვადასხვა საკვები ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, ფრუქტოზასთან ერთად ხილი შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებსა და მინერალებს.

თუ შაქრის სურვილთან გამკლავება გსურთ, სცადეთ კენკრა, შავი შოკოლადი, ჩიას თესლი, იოგურტი და სხვა მსგავსი პროდუქტები. ამასთან, შაქრის ჩანაცვლების ყველაზე საყვარელი და სასარგებლო გზა თაფლის გამოყენებაა.

შაქარი ცხოვრებას ტკბილს ხდის, ის გვხვდება იოგურტებში, პურში და კეტჩუპშიც კი. ხალხი დარწმუნებულია, რომ მკვეთრად დაქვეითებულ ჯანმრთელობასთან მხოლოდ ცხიმების მაღალი შემცველობაა დამნაშავე, მაგრამ ეს ასე არ არის.

ზოგიერთი ექსპერტი შაქარს აღწერს, როგორც შხამს, ზოგისთვის კი ის კომპრომისული საკვებია, რომელიც ზომიერად კარგია. საერთოდ, ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა.

შაქარი თრგუნავს იმუნურ სისტემას. 1973 წელს ლომა ლინდას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის მიღება გავლენას ახდენს ბაქტერიების წინააღმდეგ მებრძოლ სისხლის თეთრ უჯრედებზე მოხმარებიდან სულ მცირე ხუთი საათის განმავლობაში. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი შვილები ავად გახდნენ წვეულების შემდეგ? ბავშვების 70%-ს აქვს ინსულინრეზისტენტობა! შაქარი თრგუნავს იმუნურ სისტემას მოხმარებისთანავე.

კვლევების თანახმად, მათ, ვინც მეტ შაქარს მიირთმევდა, უფრო მეტად აღენიშნებოდათ წვრილი ნაწლავისა და საყლაპავის კიბო. ასევე უფრო მეტად ჰქონდათ მეორადი სახის კიბო, სადაც კიბოს უჯრედები ვრცელდებოდა სხეულის სხვა ნაწილებზეც.

შესაბამისად, თუ თქვენს სახლში თეთრი შაქრის ნაკლებობაა ან ის საერთოდ არ მოიპოვება, შეგიძლიათ ამაზე არ იდარდოთ, ჩაანაცვლოთ ის თაფლით, ხილის წვენებით, ბუნებრივი სიროფებით და მსგავსი, ორგანიზმისთვის უსაფრთხო პროდუქტებით. კვების რაციონიდან შაქრის ამოღება უფრო მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც წონასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

საშუალოდ, დღეში რამდენ სუფრის კოვზ შაქარს იღებთ?