myquiz

კოლორექტალური სიმსივნე და კიდევ 8 დაავადება, რომლისგანაც ყავა გიცავთ - ზაზა თელია გირჩევთ - Gemrielia.ge

კოლორექტალური სიმსივნე და კიდევ 8 დაავადება, რომლისგანაც ყავა გიცავთ - ზაზა თელია გირჩევთ

 

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ყავისა და კოფეინის სარგებლობის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იმ დაავადებების ჩამონათვალზე წერს, რომელთა რისკისაგანაც ადამიანებს ყავა იცავს.

 

„ყავა და კოფეინი - ხშირი და აქტუალური საკითხი კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით. უნდა მივიღოთ თუ არა? რამდენი უნდა მივიღოთ? უსაფრთხოა თუ არა?

 

NIH-ის RDA-ის მიხედვით ადამიანისთვის დღიურად 400მგ.-მდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.


Rating


პრაქტიკულ ასპექტში, მაგალითად (დოზები მოყვანილია ცხრილში)


1. ყავა (მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 133მგ. კოფეინს (მერყეობს 102-დან 200-მდე);

2. ჩაი

(მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 53მგ. კოფეინს (მერყეობს 40-დან 120-მდე)
აქედან გამომდინარე დღეში 3-4 ჭიქა ყავა (დაახლოებით 200მლ. ჭიქა) ითვლება უსაფრთხო დოზად.

 

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 3 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს კოფეინზე დამოკიდებული.

 

ყავას შეუძლია შეამციროს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:

 

1. ნაღვლის ბუშტის ქვები;

 

2. ინსულტი;

 

3. ღვიძლის დაავადებები;

 

4. გულის დაავადებები;

 

5. ტიპი 2 დიაბეტი;

 

6. პარკინსონის დაავადება

 

7. კოლორექტალური სიმსივნე

 

8. ალცჰეიმერის დაავადება

 

9. ენდომეტრიოზული სიმსივნე“, - წერს ზაზა თელია.