რატომ ითვლება შაქარი ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტად და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ის - ენდოკრინოლოგის რჩევები - Gemrielia.ge

რატომ ითვლება შაქარი ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტად და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ის - ენდოკრინოლოგის რჩევები

რამდენიმე დღის წინ ქა­ლაქ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი გარ­კვე­ულ­მა პა­ნი­კამ მო­იც­ვა - თით­ქოს­და ამო­წუ­რუ­ლი იყო სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­შიშ­რო­ე­ბა იყო. ამი­ტომ თბი­ლი­სის სუ­პერ­მარ­კე­ტებს ხალ­ხის დიდი ნა­კა­დე­ბი მი­ა­წყდა და დახ­ლე­ბი­დან გაქ­რა ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა - შა­ქა­რი, მა­რი­ლი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი და ზეთი. ამ თე­მამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­და­ი­ნაც­ვლა, რაც ერ­თგვარ სა­ხუ­მა­რო თე­მად იქცა...

 

რო­გორც გა­ირ­კვა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­ინც შა­ქა­რი გა­ი­ყი­და. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ტკბილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეტა­ნე­ბა და მათი კვე­ბის რა­ცი­ონს დიდი დო­ზით შა­ქა­რი შე­ად­გენს. არა­და, რო­გორც ცნო­ბი­ლია, შაქ­რი­სა და შაქ­რის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მი­ღე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე არც ისე სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნის ახ­დენს.

 

რა­ტომ ით­ვლე­ბა შა­ქა­რი ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე პრო­დუქ­ტად, რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ი­ღოს ის ადა­მი­ან­მა, ამა­ზე AMBEBI.GE ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ნინო ხა­ბე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

 

- ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შაქ­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­მუ­შავ­დე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰორ­მო­ნი ინ­სუ­ლი­ნი, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს სა­კუ­თარ რე­ცეპ­ტო­რებს ქსო­ვი­ლებ­ზე და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სა­ჭი­რო ხდე­ბა მეტი ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შაქ­რის ასათ­ვი­სებ­ლად. ვი­თარ­დე­ბა ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბა, რაც თა­ვის მხრივ სა­ფუძ­ვლად უდევს ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს რო­გო­რე­ბი­ცაა: ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, საკ­ვერ­ცხის პო­ლი­კის­ტო­ზი ქა­ლებ­ში, რო­მე­ლიც გა­მოვ­ლინ­დე­ბა მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის რე­გუ­ლა­რო­ბის დარ­ღვე­ვით და თმი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბით. ჭარ­ბი ინ­სუ­ლი­ნი ხელს უწყობს ცხი­მო­ვა­ნი ცვლის დარ­ღვე­ვას, ზი­ან­დე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბი, რაც თა­ვის მხრივ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის, ინ­სულ­ტის ან უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი.

 

- რა რა­ო­დე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა მისი მი­ღე­ბა?

 

- თუ ადა­მი­ანს აქვს ჭარ­ბი წონა ან სიმ­სუქ­ნე, სა­სურ­ვე­ლია შა­ქა­რი ამო­ღე­ბუ­ლი იყოს მისი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის შემ­თხვე­ვა­ში ამე­რი­კის გუ­ლის ასო­ცი­ა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლე­ბის­თვის და­საშ­ვე­ბია 6 ჩაის კოვ­ზი ანუ 24 გრ შა­ქა­რი, რაც შე­ად­გენს 100 კა­ლო­რი­ას, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის­თვის - 9 ჩაის კოვ­ზი ანუ 36 გრ (150 კა­ლო­რია) შა­ქა­რი. რა თქმა უნდა, იგუ­ლის­ხმე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით შა­ქა­რი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი იღებს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტკბი­ლე­უ­ლის სა­ხით.

 

- რამ­დე­ნი კოვ­ზი შა­ქა­რი უნდა ჩავ­ყა­როთ მა­გა­ლი­თად, ჩა­ი­ში და ყა­ვა­ში, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს?

 

- სა­სურ­ვე­ლია ჩაი ან ყავა მი­ვირ­თვათ უშაქ­როდ, ან ჩა­ვი­ყა­როთ 1 ჩაის კოვ­ზი შა­ქა­რი... გააგრძელეთ კითხვა