„ოხრახუში არის ჯადოსნური პროდუქტი! გიზიარებთ შეპირებულ რეცეპტს“ - ეკა ბალანჩივაძის ნიღაბი პიგმენტური ლაქებისა და სახის ერთგვაროვანი ფერისათვის - Gemrielia.ge

„ოხრახუში არის ჯადოსნური პროდუქტი! გიზიარებთ შეპირებულ რეცეპტს“ - ეკა ბალანჩივაძის ნიღაბი პიგმენტური ლაქებისა და სახის ერთგვაროვანი ფერისათვის

დიზაინერი და პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის მეუღლე ეკა ბალანჩივაძე თავის გამომწერებს ოხრახუშის ნიღბის რეცეპტს უზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

ჩემო ძვირფასებო, გიზიარებთ შეპირებულ რეცეპტს პიგმენტური ლაქებისა და სახის ერთგვაროვანი ფერისათვის! 

 

ოხრახუში არის ჯადოსნური პროდუქტი!

 

ზოგადად ყველამ ვიცით, რომ ბუნებაში არსებობს ყველა რესურსი მოვლისთვის თუ სამკურნალოდ, უბრალოდ ან არ ვიცით, ან გვეზარება, რადგან ნებისყოფა არ გვაქვს!

 

ეს ჯადოსნური რეცეპტი მარტივია და ერთ კვირაშია შესამჩნევი მისი ეფექტი, პლუს ანტიოქსიდანტია და უამრავი კარგი ეფექტით, სამკურნალო თვალსაზრისით, აღარ ჩამოვთვლი და გადავალ პირდაპირ რეცეპტზე.


წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ იოგურტი, თაფლი ან ერთი კვერცხი (ცილიან- გულიანად), ათქვიფეთ და გაიჩერეთ 40 წუთით, ყოველდღე ან კვირაში 3-ჯერ მინიმუმ (შედეგიდან გამომდინარე). ჩამოიბანთ თბილი წყლით და გამოიყენებთ საცხს, რომელსაც აქამდე მოიხმარდით, უკეთესია თუ შეარჩევთ საცხს რომელსაც SPF დაცვა აქვს.

 

P.S. თაფლი, იოგურტი, კვერცხი ან მაწონი გამოიყენეთ კანის ტიპიდან გამომდინარე.  მშრალი კანი - იუგურტი ან კვერცხი, ასევე თაფლი, თუ მასზე არ გაქვთ ალერგია. ცხიმიანი კანისთვის იდეალურია მაწონი ან კეფირი. წარმატებები.