TOP 10 ყველაზე ძვირი საკვები, რომლებიც რიგითი ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია
ძვირადღირებული საკვების მოყვარულები უამრავ ფულს ხარჯავენ უძვირეს საკვებზე, რათა მათი ჭამის სიამოვნება თუნდაც ერთჯერადად მიიღონ. რატომ ღირს ეს პროდუქტები იმდენად ძვირი, რომ მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ მათი ჭამა? წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ საკვებს მსოფლიოში, რომელთა ჭამაც მხოლოდ მდიდრების ხვედრია:
1. ხიზილალა
როდესაც იწყებთ ფიქრს ძვირადღირებულ საკვებზე, მაშინვე გახსენდებათ ხიზილალა. რეალურად ეს მხოლოდ თევზის ქვირითია, რაც მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დელიკატესი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა არის 100 წლის ალბინოს ბელუგა ზუთხისგან დამზადებული. ეს თევზი თავდაპირებლად კასპიის ზღვაში ცხოვრობდა, მაგრამ ახლა ისინი თითქმის გადაშენდნენ.
2. ვაგიუ, საქონლის ხორცი
თუ MasterChef Australia-ს უყურებთ, აუცილებლად გეცოდინებათ ძროხის ვაგიუ. ის ითარგმნება როგორც „იაპონური საქონლის ხორცი“, მოდის იაპონური ძროხის ოთხი განსხვავებული ჯიშისგან. ვაგიუ საქონლის ხორცი ცნობილია თავისი ინტენსიური ცხიმით, რომელიც იშლება მომზადების პროცესში. ხორცი ტენიანია, ნაზი და პირში დნება. მისი ფასი რამდენიმე ათასი დოლარია 1 კგ-ზე. ფასი დამოკიდებულია აღზრდის პროცესზე. ძროხები უნდა გაიზარდონ და იკვებონ მკაცრი მითითებების შესაბამისად, რათა მიიღონ ვაგიუს ეფექტი.
3. მაცუტაკე სოკო
ისევე, როგორც ვაგიუს საქონლის ხორცი, მაცუტაკე სოკოც წარმოიშვა იაპონიიდან. ეს არის იშვიათი ჯიშის სოკო, რომელსაც აქვს უნიკალურად ტკბილი, მაგრამ პიკანტური არომატი. ეს შეძენილი გემოა. ამ სოკოს მოყვანა ადვილი საქმე არ არის და სწორედ ამით არის გამოწვეული მისი ასეთი მაღალი ფასი. მაცუტაკე სოკოს მოსავალს მხოლოდ წელიწადში ერთხელ იღებენ და ყოველთვის არის იმის შიში, რომ ფიჭვის ნემატოდის ჭია მთელ მათ ჰაბიტატს გაანადგურებს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სოკო, რომლის ფასი 600 დოლარამდეა კგ-ზე.
4. კოპი ლუვაკი
Kopi Luwak არის ყველაზე ძვირადღირებული ყავა მსოფლიოში. ასე რომ, ყავის მოყვარულებო, გაითვალისწინეთ, რომ ეს ყავა ოქროზე ძვირი ღირს! ის მზადდება ყავის მარცვლებისგან, რომლებიც შეჭამეს კატებმა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ითვლება, რომ ნაწილობრივ მონელებული ყავის მარცვლები დუღდება ცხოველის კუჭში და აძლიერებს ყავის გემოს. კოპი ლუვაკის მარცვლები კილოგრამზე 700 დოლარამდე ფასში იყიდება.
5. ვანილი
შესაძლოა გიკვირთ, რომ ვანილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია მსოფლიოში, მაგრამ მისი ფასი 600 დოლარამდეა. ვანილის მოყვანა ძალიან შრომატევადი საქმიანობაა, მისი დამტვერვა ხელით უნდა მოხდეს. მადაგასკარში ქარიშხალი ამცირებს ვანილის მარცვლების რაოდენობას ბაზარზე, ეს კი იწვევს ფასების მკვეთრ ზრდას.
6. შაფრანი
რაც შეეხება სანელებლებს, რომლებიც ბომბის ღირებულებას უტოლდება, შაფრანი ლიდერობს სიაში. იგი იზრდება აზიასა და ხმელთაშუა ზღვაში მხოლოდ შვიდი დღის განმავლობაში, შემდეგ ყვავილებს აგროვებენ ხელით და აშრობენ. შაფრანის სურნელოვან სანელებლებს იყენებენ მრავალფეროვან კერძებში, აქვს უნიკალური, ტკბილი გემო. მისი ფასი დაახლოებით 500 დოლარია.
7. შავი ქათამი
ცნობილი როგორც გოთური ქათამი, შავი ქათამი, გამოყვანილია ინდონეზიაში. ამ ფრინველს აქვს უნიკალური შავი კანი, ხორცი, ძვლები და ორგანოები. ეს არის ძალიან იშვიათი ჯიშის ქათამი, ამ ჯიშის ერთი ქათამი ინდონეზიაში $200 ღირს. ინდონეზიის ფარგლებს გარეთ ფასი შეიძლება ათასობით დოლარამდე იყოს. შავი ქათმის ექსპორტი ფრინველის გრიპის საფრთხის გამო აკრძალულია.
8. Moose Cheese
საინტერესოა, რომ ყველი ერთ-ერთი ყველაზე მოპარვადი საკვებია მსოფლიოში. ეგზოტიკური ყველი ხშირად იყიდება აუქციონზე სასაცილო ფასებში. Moose ყველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყველის სახეობაა. იგი იწარმოება Moose House Farm-ში შვედეთში. მას ამზადებენ 5 ლიტრი რძით, ფერმას შეუძლია წელიწადში მხოლოდ 300 კგ ყველის გაყიდვა და 1 კგ-ს ღირებულება დაახლოებით 1074 დოლარია.
9. იბერიული ლორი
იბერიული ლორი მიირთმევა, როგორც დელიკატესი და ითვლება საუკეთესო ლორად მსოფლიოში. ის მზადდება შავი ღორების უკანა ფეხიდან, ლორს აქვს ღრმა წითელი ფერი და გამორჩეულად მდიდარი გემო. ის მწიფდება 24-დან 36 თვემდე. იბერიული ლორის მთელი ფეხი 4,500 დოლარი დაგიჯდებათ.
10. შავი საზამთრო
რა არის შავი საზამთრო? ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკვები, გამორჩეული ხილი იაპონიიდან, ასევე ცნობილი როგორც დენსუკის ნესვი. კუნძულ ჰოკაიდოში გაზრდილ საზამთროს სჭირდება სივრცე და ბევრი მოვლა. სრულყოფილი შავი ფერის არც არის, უფრო მუქი მწვანეა, რომელიც ხშირად შავი ჩანს. ყოველწლიურად იმდენად ცოტა შავი საზამთროს მოყვანაა შესაძლებელი, რომ მას აუქციონებზე ხშირად ყიდიან, ფასი დაახლოებით 6 ათასი დოლარია. შავი საზამთრო ძვირფასი საჩუქარია განსაკუთრებული შემთხვევების დროს, როგორიცაა, მაგალითად, ქორწილები იაპონიაში.
ასე რომ, ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საკვების ათეული, რომლებიც თქვენს ჯიბეს საგრძნობლად შეათხელებს, თუ მათ გასინჯვას გადაწყვეტთ.
და მაინც, რომელს გასინჯავდით?