სოსისი ასე ჯერ არ მოგიმზადებიათ - 4 უჩვეულო მეთოდი, რომლებსაც დიასახლისები საიდუმლოდ ინახავდნენ - Gemrielia.ge

სოსისი ასე ჯერ არ მოგიმზადებიათ - 4 უჩვეულო მეთოდი, რომლებსაც დიასახლისები საიდუმლოდ ინახავდნენ

 
სოსისი - უნივერსალური ხორცპროდუქტია, რომლის დამსახურებით, სწრაფად და მარტივად გემრიელი და ნოყიერი კერძების მომზადებაა შესაძლებელი. გემრიელი სოსისებით მომზადებული ბიუჯეტური კერძები სამუშაო დღეებში განსაკუთრებით დაგეხმარებათ. საჭიროა მხოლოდ სოსისების შეძენა და ქვემოთ მოცემული რეცეპტების გამოყენება, რომლებიც „ნიკორამ“ სპეციალურად თქვენთვის შეარჩია. 

 

სოსისებს ძირითადად ტრადიციული მეთოდებით ამზადებენ: ხარშავენ, ან წვავენ. ეს ნახევრად მზა პროდუქტი საშუალებას გაძლევთ, მოამზადოთ შედარებით რთული და საინტერესო კერძებიც. მაგალითად, გამოაცხოთ ღუმელში, ან მოამზადოთ რაგუ. 
განვიხილოთ სოსისის მომზადების რამდენიმე უჩვეულო მეთოდი, რომელიც დიდი ალბათობით ბევრს, აქამდე ჯერ არ გიცდიათ!

 

სოსისის მოხარშვა განსხვავებულად

 

1. სოსისი/სარდელი ლუდში ხახვთითა და ნივრით

 

 

ლუდში შეგიძლიათ მოხარშოთ სარდელიც. ამ მეთოდს დღემდე იყენებენ ბავარიელი დიასახლისები.

 

ინგრედიენტები:
 

 

მომზადების წესი:

 

1.    ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ნიორი დაჭყლიტეთ საჭყლეტში. ღრმა ტაფაში, ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. დაუმატეთ ნიორი და სოსისი. მსუბუქად შეწვით. 

 

2.    დაასხით ლუდი და დაახურეთ ტაფას თავსახური. 7 წუთის შემდეგ, ახადეთ თავსახური და დააცადეთ ლუდს აორთქლება. 

 

2. სოსისი ლუდში დაფნით და როზმარინით

 

პატარა ქვაბში ჩაასხით  350 მლ ლუდი, ჩააგდეთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და 1 ღერი როზმარინი. მოათავსეთ სარდელი, ან სოსისი „სპეცი პიკანტური“ და მოხარშეთ. ზოგადად, სასურველია სარდელი და სოსისი ჩაყაროთ ცივ წყალში (ამ შემთხვევაში ლუდში) და როგორც კი წამოდუღდება, გამორთოთ ქურა.

 

ლუდში მომზადებული სოსისი განსაკუთრებულ არომატებს და გემოს იძენს, ბევრად წვნიანი და გემრიელია. მზა სოსისი შეგიძლიათ მიირთვათ სასურველ გარნირთან ერთადაც.

 

სოსისი ღუმელში

 

3. ფარშირებული სოსისი მოცარელითა და „მარინარას“ სოუსით
 

 

ეს რეცეპტი აუცილებლად მოეწონებათ თქვენი ოჯახის წევრებს. ის ძალიან ნოყიერი და გემრიელია. სოსისს ამგვარად იტალიელი დიასახლისები ამზადებენ.

 

ინგრედიენტები
 

 

მომზადების წესი:

 

1.    „მიუნჰენური“ სოსისი დანით გასერეთ შუაში (ეცადეთ არ გაჭრათ ბოლომდე). „მოცარელას“ ბურთულების შუაზე გაჭერით. 

 

2.    სოსისში ჩადეთ „მოცარელას“ ნაჭრები, წვრილად დაჭრილი ნიორი (გადაანაწილეთ) და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, სანამ სოსისი არ შეიბრაწება და ყველი არ ჩადნება შიგნით. 

 

3.    მიირთვით სასურველ გარნირთან (მაკარონი, წიწიბურა, პიურე) ერთად, ან ცალკე. თეფშზე გადმოღებისას ზემოდან მოასხით „მარინარას“ სოუსი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ მზა სახით, ან მოამზადოთ თავად. 

 

4. სოსისი არაჟნის სოუსში

 


სოუსი ძალიან უხდება პასტას და ბოსტნეულს. შეგიძლიათ მიირთვათ მზა კერძებთან ერთად, ან გამოიყენოთ კერძების მომზადებისას, მაგალითად, წაუსვათ ლაზანიის ფენებს და გამოაცხოთ ბოსტნეულთან ერთად. ან, მიირთვათ პურზე წასმული სახით.

 

ინგრედიენტები

 

 

1.    არაჟანს დაუმატეთ მარილი, პილპილი და მწიკვი შაქარი.  

 

2.    ტაფაზე შეწვით სოსისი „როსტერი“. როდესაც გაგრილდება, დაჭერით ძალიან წვრილად და შეურიეთ სოუსს. 

 

„როსტერი“ შეიცავს ჰოლანდიურ ყველს, სოკოს, პაპრიკას და სანელებლებს. ის ძალიან გემრიელია და სოუსს განსაკუთრებულ არომატს მიანიჭებს. 

 

გემრიელად მიირთვით!