„პასპორტში დაკეცილი ფურცელი აღმოვაჩინე და თურმე ბებოსგან ყოფილა...“ - ჰემოგლობინის მოსამატებელი რეცეპტი ცაცა ბებოსგან - Gemrielia.ge

„პასპორტში დაკეცილი ფურცელი აღმოვაჩინე და თურმე ბებოსგან ყოფილა...“ - ჰემოგლობინის მოსამატებელი რეცეპტი ცაცა ბებოსგან

სოციალურ ქსელში ჰემოგლობინის მოსამატებელ რეცეპტს წავაწყდით, რომელიც სალომე კანდელაკს ბებომ, ცაცა ბურძგლამ, დაუტოვა. დარწმუნებული ვარ, თქვენს ოჯახშიც არაერთი ხალხური რეცეპტი მოიძებნება, ამჯერად კი ცაცა ბებოს რეცეპტს გიზიარებთ.

 

„პასპორტში დაკეცილი ფურცელი აღმოვაჩინე და თურმე ბებოსგან ყოფილა. თანაც დროული დამთხვევაა, მჭირდება. მადლობა მას, რომ იქიდანაც არ მივიწყებს!“ - წერს სალომე კანდელაკი.

 

 

რეცეპტი:

 

ასკილი გავრეცხოთ, მერე დავჩეჩქოთ, შემდეგ 1 ჭიქა ადუღებული წყალი დავასხათ და შევინახოთ თერმოსში 1 ღამე. მეორე დღეს ლიმონი და 4 ცალი ბროწეული გავრეცხოთ, მერე გავწუროთ. შევურიოთ ასკილს და შევინახოთ შუშის თავსახურიან „ბანკაში“. მივიღოთ დილას, დღეში ერთხელ.