მეუბნება: „რა დროს ცომია, გავიქცეთ, გვბომბავენ...“ მე ვამბობ: „არა, ცომი გამიფუჭდება...“ - უკრაინელი მცხობლის ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა - Gemrielia.ge

მეუბნება: „რა დროს ცომია, გავიქცეთ, გვბომბავენ...“ მე ვამბობ: „არა, ცომი გამიფუჭდება...“ - უკრაინელი მცხობლის ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

 

სოციალურ ქსელ ტიკტოკში გავრცელდა უკრაინელი მცხობელის ვიდეო, რომელიც აღწერს როგორ დაიწყო მოულოდნელად დაბომბვა იმ დროს, როდესაც პურს აცხობდა. გთავაზობთ ორიგინალ ვიდეოსა და ნათარგმნ ტექსტს.

 

„გამარჯობა, ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, გოგონებო, ბიჭებო, ბაჭიებო! როგორ ხართ, როგორ ჩაიარა დღემ? 

 

დღეს ჩვენთან რაღაც უფრო და უფრო იწყებენ დაბომბვას. დღეს ქუჩაში მოვდიოდი და ვფიქრობდი: ეს ჭექა–ქუხილია, ახლა მოწვიმს, როგორღაც მივაღწევ სამსახურამდე, როგორმე მოვახერხებ იქამდე მისვლას და გამოვაცხობ პურს.

 

როგორც იქნა, მოვაღწიე და ვაცხობ პურს. აი, ტანიუხასთან კიდევ ასეთი ამბავი შეგვემთხვა, (რეპლიკა: კადრს მიღმა მყოფ გოგონასთან),  ხო, კადრს მიღმა მყოფ გოგონასთან, ჰა, ილანძღება (იცინის), მას მგონი რაღაც ჭირს, გეფიცებით. აქ რაღაც ისე არაა, რომ უნდა იყოს...   ოი, ისეთ ამბავს მოგიყვებით... ღამით ძლიერი დაბომბვები იყო, განათების აბაჟურებიც კი ირხეოდნენ, ფეხქვეშაც იგრძნობოდა ასეთი „ბუუმ“. 

 

ტანიუშა გასაქცევად მოემზადა, ყვირის: „ყველაფერი მივაგდოთ და გავიქცეთ სასწრაფოდ, გვბომბავენ!“ მე კი უკვე გამზადებული მაქვს ცომი თაროებზე, დაახლოებით 100 ბატონის გამოსაცხობად, აქ კიდევ ცომსაზელში მიდევს ცომი. მე ვეუბნები: „მე უკვე არსად აღარ წავალ, უკვე დავიღალე, თანაც ცომიც გამიფუჭდება, არა. თანაც აქ ჩვენი მცველები არიან...” ეს აქ ჩვენი დაცვის თანამშრომლები არიან. „წამოდი ჩქარა, რა დროს ცომია, იცოდე მერე გვიან იქნება, როცა დაგბომბავენ!“ მოკლედ, გავრბივართ ამ თავშესაფრისკენ, მივირბინეთ მასთან, კარი კი დაკეტილი დაგვხვდა. დაუკეტიათ. თქვეს, რომ ახლავე მოიტანენ გასაღებს. სანამ გასაღებს მოიტანდნენ, ჩვენ შეგვიყვანეს რაღაც ბნელ ოთახში, სადაც საერთოდ არაფერი არ ჩანს. ჩვენ ჩავრთეთ ტელეფონის ფანრები და იქაურობა მოვათვალიერეთ. იქვე გრძელი სკამი ვიპოვეთ, ჩამოვსხედით და ვხედავთ: ერთ მხარეზეა „პროპანი“, თხევადი გაზი, ასეთი დიდი ბალონებია, არ ვიცი, ალბათ 2–3 მეტრის. მეორე მხარესაც...  მე ხარხარი ამიტყდა, ვეუბნები ტანიას: 

 

-    შენ რა, შენ რა, ნახე როგორი თავშესაფარი გვაქვს, ამას რომ ბომბა დაეცეს, ჩვენ მართლა ნაკუწებად გვაქცევს, ჩვენს ნაწლავებსაც კი ვერ იპოვიან

 

-    რას გულისხმობ?

 

-    ნახე, ყველგან თხევადი გაზის ბალონები დგას!

 

მოკლედ, იქიდან კისრისტეხით გამოვვარდით, თან სიცილით ვიგუდებით. ეს ახლა მეცინება, თორემ იმ დროს ალბათ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. ნუ, ნორმალურად გადავიტანეთ ყველაფერი, უკან მოვირბინეთ, ცომთანაც ყველაფერი კარგადაა.  

 

... ისე კი, ჩვენ ახლა ვაცხობთ პურს. ჩვენი პური ყველაზე გემრიელია, იმიტომ, რომ...  როგორ ვმუშაობთ ჩვენ, ტანია? მართალია, სიყვარულით! დიახ, გოგონა კადრს მიღმა...  და ჩვენ ყველაზე გემრიელი პური გვაქვს, იმიტომ რომ იგი...  რას აკეთებს ტანეჩკა? დიახ, ნატვრებს, ნატვრებს ახდენს პურის თითოეულ ნაჭერთან ერთად, ანუ, მალე ომი აღარ იქნება და ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხართ, გკოცნით!“ - ამბობს მამაკაცი ვიდეოში.