რას შეიცავს ცნობილი „ვიეტნამის მალამო“, რომელიც ყველა ოჯახში იყო - Gemrielia.ge

რას შეიცავს ცნობილი „ვიეტნამის მალამო“, რომელიც ყველა ოჯახში იყო

 


ნახევარი საუკუნის განმავლობაში მილიონობით ადამიანი იყენებდა და იყენებს „ოქროს ვარსკვლავით“ ცნობილ მალამოს ცნობილი თუ უცნობი დაავადების სამკურნალოდ. ამავდროულად, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილმა შეისწავლა „ოქროს ვარსკვლავის" ინსტრუქციები. და სწორედ აქ შეგიძლიათ იპოვოთ ყველა კითხვაზე პასუხი ლეგენდარული ვიეტნამური ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ.


 

რისგან მზადდება „ოქროს ვარსკვლავის“ მალამო? 

 


თუ შევხედავთ მის 4-გრამიან შეფუთვას, ალბათ გასაკვირიც იქნება, თუ როგორ შეიცავს იგი ამდენ სასარგებლო კომპონენტს, რომელთა დამსახურებითაც სასწაულებრივი თვისებებით გამოირჩევა. მართლაც, „ოქროს ვარსკვლავი“ შედგება მრავალი ბუნებრივი ზეთისგან. ძირითადი კომპონენტებია:


 


კამფორი 0,910 გ. - თუ მას კანზე შეიზელთ, დადებითად იმოქმედებს სუნთქვაზე, გულის კუნთზე, შეაავიწროებს სისხლძარღვებს პერიფერიაში. მას დიდი ხანია იყენებენ აზიაში ანთებისა და ქავილის მოსახსნელად. 


 


პიტნის ზეთი 0,590 მლ. - ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, იცავს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან, ასევე ხსნის ტკივილს და აძლიერებს სისხლძარღვებს. 


 


კრისტალური მენთოლი 0,455გრ - აფართოებს სისხლძარღვებს და ოდნავ მოქმედებს როგორც ანტისეპტიკური და საანესთეზიო საშუალება. 


 


მიხაკის ყვავილის ზეთი - 0,228 მლ. - აძლევს მალამოს სასიამოვნო დამამშვიდებელ სურნელს. 


 



 


ევკალიპტის ფოთლის ზეთი 0,140 მლ. - ჩვეულებრივ, გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს. ასევე ებრძვის ცხვირის შეშუპებასა და თავის ტკივილს. 


 


პარაფინის ზეთი 0,100 მლ. - იცავს კანს ზედმეტი გამოშრობისგან. 


 


ჩინური დარიჩინის ზეთი 0,053 მლ. - ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში მას იყენებენ, როგორც ანტივირუსულ აგენტს. 
დამხმარე კომპონენტები 


 


მალამოს შემადგენლობაში ასევე ბევრი დამხმარე კომპონენტია. მათ შორისაა პარაფინი, უწყლო ლანოლინი, ფუტკრის ცვილი და ვაზელინი. ისინი საჭიროა „ოქროს ვარსკვლავის“ სასურველი კონსისტენციის მისაღებად და იმისთვის,რომ უფრო მოსახერხებელი იყო მისი კანზე წასმა. იგი ასევე კარგია მწერების ნაკბენის გასანეიტრალებლად. ამ შემთხვევაში გაღიზიანებულ ადგილზე ფრთხილად წაისვით მალამოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაისვათ „ოქროს ვარსკვლავი“ კანქვეშა ადგილას, ლორწოვან გარსზე. 


 



 


აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ბევრი თავისთავად ეფექტურია. ისინი კარგად არის შესწავლილი და წარმატებით გამოიყენება საუკუნეების განმავლობაში. და ერთმანეთთან ერთად, ისინი ქმნიან მართლაც შთამბეჭდავ ეფექტს, რის გამოც ეს მალამო წლების განმავლობაში იმსახურებს ხალხის სიყვარულს.
 


თქვენ თუ იყენებდით ან იყენებთ ამ მალამოს?