რით განსხვავდება ჩერი პომიდორი ჩვეულებრივი პომიდვრისგან და რატომ ღირს უფრო ძვირი?
ჩერი პომიდორი პომიდვრის უფრო მცირე ვერსიაა, ის უფრო წვნიანი და უფრო მჟავე გემოს მატარებელია. ყოველდღიურ კულინარიაში ჩერი პომიდვრის გამოყენების მრავალი გზა არსებობს.
ინდური კერძები დასრულებულად არ ითვლება პომიდვრის არომატების გარეშე. კაშკაშა წითელი პომიდორი ქმნის თითქმის ყველა ღვეზელისა და სოუსის საფუძველს. ბევრმა არ იცის, რომ პომიდორი სინამდვილეში ხილია და არა ბოსტნეული! ასევე, მათ აქვთ საკუთარი განსხვავებული ჯიშები და ყველა ეს ჯიში საკვებად ვარგისია.
ჩერი პომიდორი და ჩვეულებრივი პომიდორი კიდევ ბევრი სხვა თვისებით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ექსპერტები, მსოფლიოს გარშემო თანხმდებიან, რომ ჩერის უფრო მეტი კარგი მოაქვს ორგანიზმისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ პომიდორს.
• ყველაზე აშკარა განსხვავება პომიდორსა და ჩერი პომიდორს შორის არის ის, რომ პირველი ზომით უფრო დიდია, ვიდრე მეორე.
• პომიდორი ასევე აშკარად ოვალური ფორმისაა, ხოლო ჩერი პომიდორი იდეალურად მრგვალია.
• მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი პომიდორი არის ტკბილი და მწარე გემოთი, ჩერი პომიდორს უფრო მჟავე გემო ახასიათებს.
• პომიდორს ნაკლები წყალი აქვს ჩერი პომიდორთან შედარებით, ჩერი შიგნიდან უფრო ხრაშუნა და წვნიანია.
ჩერი პომიდვრის კვებითი ღირებულებები
პომიდორი ვიტამინების, განსაკუთრებით A და C ვიტამინის მდიდარი წყაროა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ მოწოდებული კვების მონაცემების მიხედვით, ჩერი პომიდვრის 100-გრამიანი ულუფა შეიცავს 500 ვიტამინს, იმავე რაოდენობის ულუფა იძლევა 22 კკალ ენერგიას და 4 გრამ ნახშირწყლებს.
პომიდორი შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში, მოამზადოთ მისგან სოუსები ან მაკარონი.
ჩერი პომიდვრით მაკარონის მომზადების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა გამომცხვარი მაკარონის მომზადებაა ან შეგვიძლია დავჭრათ ორ ნაწილად და ჩავყაროთ ნებისმიერი ახალი ხილისა და ბოსტნეულის თასში.
კრეკერს, სალამს, კროსტინის და ა. შ. ზემოდან მოაყარეთ პომიდორი ან დააყარეთ ცოტა მარილი და პილპილი პომიდორზე და პირდაპირ მიირთვით.
პიცა - გამოიყენეთ ჩერი პომიდორი, როგორც პიცის ტოპინგი. ამ პომიდვრის სიმკვრივე იდეალურად ჯდება ყველთან და მწვანილებთან, რომლებიც ქმნიან თქვენი საყვარელი კერძის ზედა ფენას.
ჩერი პომიდორს გამოცხობისას მშვენიერი გემო რჩება. დაუმატეთ ის ლაზანიას ან გამომცხვარ ბოსტნეულს.
არსებობს მრავალი კერძი, რომლებსაც ჩერი პომიდორი განსაკუთრებულად უხდება. ყველაზე კარგი მაგალითებია მაკარონი და ტომატის პასტა, სადაც ჩვეულებრივი პომიდორი შეიძლება შეიცვალოს ჩერი პომიდვრით. ეს ყველაფერი ნამდვილად დამოკიდებულია ინდივიდუალურ გემოვნებაზე და ფასზეც, ვინაიდან ჩერი პომიდორი შედარებით ძვირი ღირს, თუმცა სამართლიანად, რადგან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავი თვისების მატარებელია.
შეიძინეთ, თუკი შეგიძლიათ. შეუძლებელია, რომ ვინმეს არ მოეწონოს ამ პომიდვრის უნიკალური, სუფთა და მომჟავო გემო.
თქვენ რომელი პომიდორი გირჩევნიათ?