„შეუძლებელია ფასების შენარჩუნება“ - როდის და რამდენად გაძვირდება კვერცხი და ფრინველის ხორცი
მწარმოებლები, მკვეთრად გაზრდილი თვითღირებულების გამო, კვერცხისა და ფრინველის ხორცის გაძვირებას პროგნოზირებენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ომის პარალელურად ყველა ნეგატიური ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა. მისივე ცნობით, ყველაფრის გამო, არაერთი მეწარმე, დროებით შეჩერებას ფიქრობს.
ამასთან, ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ რეალობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ფასების შენარჩუნება. თვითღირებულება მინიმუმ 30-35%-ით გაიზრდება.