„არასასიამოვნო სიგნალები ისმის...“ - გაძვირდება თუ არა პური - იხილეთ პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება - Gemrielia.ge

„არასასიამოვნო სიგნალები ისმის...“ - გაძვირდება თუ არა პური - იხილეთ პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება

 

საქართველოში ფქვილი და ხორბალი ისევ გაძვირდა. თუმცა როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

 

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ფასს ახლა რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი აბალანსებს.

 

„ახლა წისქვილებში ხორბლის მარაგების პრობლემა არ დგას. საქართველოში დამზადებული ფქვილი ძვირია. გასაგები მიზეზის გამო, ბოლო პერიოდში კიდევ 40 დოლარით მოიმატა ხორბლის თვითღირებულებამ. ამას ემატება საბაჟო გადასახადი, რომელიც მუდმივად მზარდია და საბოლოო ჯამში ტრანსპორტირების ჩათვლით ერთი ტონა ხორბლის შემოტანა 350 დოლარიდან 500 დოლარამდე გაიზარდა. ფქვილი დაუბეგრავად შემოდის და ეს აბალასებს ვითარებას. ერთი ტომარა რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის გასაყიდი ფასი 65-67 ლარია, როცა ადგილობრივი წარმოების 80 ლარს სცდება. ამიტომ, ამ მოცემულობით, პურის ფასი ბოლო პერიოდში არ გაზრდილა და მოსალოდნელიც არ არის... წაიკითხეთ სრულად