„ელპოზო“ – პრემიუმ ხარისხისა და უგლუტენო ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია
„ელპოზო“ პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანიაა, რომელსაც 60 წელზე მეტი ხნის ისტორია და გამოცდილება აქვს. ის იმდენად პოპულარული ბრენდია, რომ 10-დან 8 ესპანური ოჯახი მისი პროდუქტების მომხმარებელია. „ელპოზო“ ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის საკვების ერთ-ერთ მთავარ მწარმოებლად მიიჩნევა მთლიანად ევროპაშიც. დღეს მისი ხორცპროდუქტებით მსოფლიოს 80 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც მარაგდება.
რა განსაზღვრავს „ელპოზოს“ პროდუქტების სიჯანსაღეს?
„ელპოზოს“ სრული ასორტიმენტი ინდაურისა და ღორის ახალი, გაუყინავი ხორცისგან იწარმოება. ამიტომ, ფარშირებული ხორცის შეკვრას და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემას, სპეციალური დანამატები არ სჭირდება. ნაწარმი, ასევე, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს და გლუტენს. შესაბამისად, „ელპოზოს“ ხორცპროდუქტები ფლობს GMO Free-სა და Gluten Free-ის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, რომელთა მოპოვებაც ევროპაში რამდენიმე საფეხურიანი უმკაცრესი შეფასების გავლის შემდეგ ხდება. გლუტენის გარდა, მისი ხორცპროდუქტები თავისუფალია შაქრისა და ლაქტოზისგან. ამასთან ერთად, ისინი ნაკლებცხიმიანია და მაქსიმალურად მცირე რაოდენობით შეიცავენ მარილს.
„ელპოზოს“ წარმოების რამდენიმე ხაზი აქვს. მათ შორისაა, Bien Star-ი – დიაბეტური და დიეტური ხაზი. მის ქვეშ ერთიანდება ინდაურის გულმკერდისგან დამზადებული უცხიმო და უმარილო ან ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი ლორები. ასევე, „ელპოზოს“ აქვს პრემიუმ ხაზი – „არტესანო“. მასში შედის ინდაურის უცხიმო და უმარილო, გულმკერდის ლორები, რომელთა 90% ხორცისგან შედგება.
ცხოველთა კვებიდან საბოლოო პროდუქტამდე – როგორ ხდება წარმოების სრული კონტროლი?
„ელპოზოს“ საკუთარი ფერმები და მინდვრები აქვს. მას თავად მოჰყავს დანამატებისგან თავისუფალი საკვები ცხოველებისა და ფრინველებისთვის, რაც ხორცის მაღალი ხარისხის კიდევ ერთი განმაპირობებელია. ფერმებში, ასევე, მაქსიმალური ყურადღება ექცევა მათი სრულფასოვანი მოვლისთვის საჭირო ყველა დეტალს.
ამასთან ერთად, „ელპოზოს“ წარმოების ინტეგრირებული კონტროლის უნიკალური სისტემა აქვს, რაც სპეციალისტებს სრული პროცესის მონიტორინგისა და მასში ნებისმიერ საფეხურზე ჩარევის შესაძლებლობას აძლევს.
უახლესი ტექნოლოგიები და განვითარებაზე ორიენტირებულობა
„ელპოზოს“ საწარმოები უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი და კომპანია მათ განახლებაზე მუდმივად ზრუნავს. ის, ასევე, მნიშვნელოვან რესურსს დებს კვლევებში, რათა მუდმივად გააუმჯობესოს და დახვეწოს ნაწარმი. „ელპოზო“ აქტიურად იკვლევს ბაზარზე წარმოქმნილ ახალ ტრენდებსა და მოთხოვნებსაც, რის გამოც მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებას დროულად და მარტივად ახერხებს.
სად შეიძენთ „ელპოზოს“ ხორცპროდუქტებს?
„ელპოზოს“ პროდუქტების ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი მაღაზიათა ქსელი „ევროპროდუქტია“. ქსელში ხელმისაწვდომია მისი წარმოების სპეციალური ხაზების – Bien Star-ისა და „არტესანოს“ ფართო ასორტიმენტიც.
„ევროპროდუქტს“ პრემიუმ ხარისხის, უგლუტენო, ულაქტოზო და ორგანული ევროპული პროდუქცია საქართველოში აქტიურად 2004 წლიდან შემოაქვს.
R