myquiz

რუსებს ალკოჰოლური სასმელი ელევათ და „მეგობარი ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს იმედი აქვთ - Gemrielia.ge

რუსებს ალკოჰოლური სასმელი ელევათ და „მეგობარი ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს იმედი აქვთ

 

თებერვლის ბოლო პერიოდის მონაცემებით, რუსეთის დისტრიბუტორთა ქსელში არსებულ მოცულობაში იმპორტირებული ღვინის წლიური ბრუნვის, დაახლოებით, 15% არის დარჩენილი. მონაცემები WineRetail-ის ანგარიშში არის ასახული, რასაც „კომერსანტი“ ავრცელებს.

 

სექტორის კიდევ ერთი კვლევითი კომპანია NielsenIQ-ის მონაცემებით, რუსეთში ალკოჰოლი იმ საქონლის სიაში შედის, რაზეც არსებული კრიზისის დროს დიდი მოთხოვნაა. 21 თებერვლიდან 13 მარტამდე მაღაზიებში ნაღდი ფულით ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 22%-ით გაიზარდა.

 

ამასთან, რუბლის გაუფასურებამ და ლოგისტიკურმა პრობლემებმა რუსეთში ალკოჰოლის იმპორტი, წინა წელთან შედარებით, შესაძლოა, დაახლოებით 40%-ით, შეამციროს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ალკოჰოლური კომპანია Ladoga-ს განვითარების დირექტორმა, დიმიტრი ისაჩენკოვმა განუცხადა.

 

თებერვლის ბოლო-მარტის დასაწყისში, რუბლის დაცემის შემდეგ, იმპორტიორებმა რამდენიმე დღით გაყიდვები შეაჩერეს, რის შედეგადაც იმპორტირებულ ალკოჰოლზე მიმწოდებლების ფასები 15%-დან 100%-მდე დიაპაზონში გაიზარდა... გააგრძელეთ კითხვა