myquiz

მოიმატებს თუ არა ზეთის ფასი? - რუსეთი ზეთის ექსპორტზე კვოტებს აწესებს და გადასახადს ზრდის - Gemrielia.ge

მოიმატებს თუ არა ზეთის ფასი? - რუსეთი ზეთის ექსპორტზე კვოტებს აწესებს და გადასახადს ზრდის

 

რუსეთის მთავრობა ცხიმპროდუქტების ბაზრის დასარეგულირებლად ახალ ზომებს ამზადებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე 1,5 მილიონი ტონა კვოტის შემოღებას აპირებს. ცხიმპროდუქტების ბაზრის დამატებითი რეგულირების შესახებ სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებებს გამოცემა „კომერსანტი“ გაეცნო.

 

მსგავსი შეზღუდვა, ისევე, როგორც მცურავი გადასახადი, გათვალისწინებულია შროტის („კოპტონის“) მიწოდებაზეც, რომელსაც ფერმერები ცხოველთა საკვებად იყენებენ. ექსპერტების ვარაუდით, მწარმოებლებმა კვოტა შესაძლოა, დააკმაყოფილონ, თუმცა შროტზე გადასახადის შემოღება ზეთის გადამამუმშავებელ ბიზნესზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

 

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს, 1-ლი აპრილიდან 70%-მდე გაზარდოს მზესუმზირის საექსპორტო გადასახადიც, ტონაზე არანაკლებ 490 დოლარის ფასის შემთხვევაში. ამჟამად მზესუმზირის საექსპორტო გადასახადი 50%-ის დონეზეა, ტონაზე არანაკლებ 320 დოლარის ფასის პირობებში.