ბრინჯი, კარტოფილი, პასტა - რა საკვების მიღება ეკრძალება ქეით მიდლტონს და რატომ? - Gemrielia.ge

ბრინჯი, კარტოფილი, პასტა - რა საკვების მიღება ეკრძალება ქეით მიდლტონს და რატომ?

 

მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს ჰყავს პირადი მზარეულების არმია, რათა მოამზადონ ის, რაც მას სურს, ამბობენ, რომ მას ეკრძალება გარკვეული საკვების მიღება.

 

ყოფილი სამეფო შეფის, დარენ მაკგრედის თქმით, კემბრიჯის ჰერცოგინიას სადილად კარტოფილის, ბრინჯის ან მაკარონის მირთმევის უფლება არ აქვს.

 

 

„არავითარი კარტოფილი, ბრინჯი ან მაკარონი სადილად,“ - განუცხადა დარენმა გამოცემა, The Telegraph-ს. ყოფილი შეფ-მზარეულის თქმით, ეს წესი შეიქმნა იმის გამო, რომ დედოფალს არ უყვარს ნახშირწყლები, ამიტომ მათ არასდროს მიირთმევენ სადილზე.

 

თუმცა სამეფო წყაროები ირწმუნებიან, რომ ქეითი მაკარონის დიდი მოყვარულია და შარშან, პრინცესა შარლოტას მეხუთე დაბადების დღის აღსანიშნავად, მაკარონი თავისი ხელითაც კი მოამზადა.

 

 

გარდა ამისა, სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ მოლუსკის ჭამა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს საკვებით ინტოქსიკაცია. მაკგრეიდმა განუცხადა გამოცემას, რომ როდესაც საქმე ეხება გარკვეული საკვების აკრძალვას, როგორიცაა მოლუსკები და ფუა გრა, შეზღუდვა გამართლებულია, რადგან ისინი ძალიან „სარისკოა“. მან არ დააკონკრეტა, თუ რა იყო მათში სარისკო, მაგრამ Yahoo Sport-ი იტყობინება, რომ პრინც ჩარლზს სურს იზრუნოს ცხოველებზე, ქეითი კი მის სურვილს ითვალისწინებს.

 

სამეფო მზარეულების თქმით, ქეითი საღამოობით დიდ დროს უთმობს პრინცი უილიამის საყვარელი ქათმის მომზადებას. მიდლტონმა ასევე განაცხადა წინა წელს, რომ მას უყვარს შვილებთან ერთად სახლში მომზადებული პიცისა და მაკარონის მირთმევა.
მაკგრედიმ განმარტა, რომ ბუკინგემის სასახლის მენიუების მიმართულება ტრადიციული ფრანგული სამზარეულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიურ კერძებს, როგორიცაა პიცა, ერიდებიან. 

 

ამას გარდა, სამეფო ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ საკვები მიირთვან ხელებით, ესეც ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რომელიც მათ პიცის ჭამას უკრძალავს.

 

 

სამეფო ოჯახს ბევრი საკმაოდ უცნაური ტრადიცია აქვს, თუმცა თავად ბრიტანეთის ტაბლოიდებიც კი წერენ, რომ არცერთი მათგანი არ არის ასეთი უცნაური.

 

მაგრამ, როდესაც საქმე დედოფალს ეხება, სამეფო ოჯახის ყველა წევრი ვალდებულია მაქსიმალურად დაემორჩილოს მის მიერ შემოღებულ წესებს, იქნება ეს კვების რაციონი თუ ძილის გრაფიკი.