myquiz

„საგაზაფხულო დიეტა“- ჩადექით ფორმაში ზაფხულამდე - Gemrielia.ge

„საგაზაფხულო დიეტა“- ჩადექით ფორმაში ზაფხულამდე

 

ზამთრის დღესასწაულების შემდეგ ხშირად გვეუფლება უსიამოვნო განწყობა. განვიცდით ენერგიის ნაკლებობას და ზოგჯერ კანის პრობლემებიც იჩენს თავს. ამასთან, განსაკუთრებით გვინდება ზამთარში მომატებული კილოგრამებისგან გათავისუფლება, რომ ზაფხულში, თხელი კაბებითა და საცურაო კოსტიუმით მოვიწონოთ თავი. სწორედ ამიტომ, გირჩევთ „საგაზაფხულო დიეტას“. ის მსუბუქი, უსაფრთხო და ძალიან ეფექტურია.

 

ჭამეთ ნელა და ყურადღებით
 

დიეტის მთავარი პრინციპია ხშირად და ნელა ჭამა. მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ ღეჭავთ საკვებს - აუჩქარებლად დაღეჭეთ ყოველი ლუკმა და კონცენტრირდით მხოლოდ ჭამაზე. თუ ნელა შეჭამთ, დანაყრებას მალევე იგრძნობთ. ულუფები უნდა იყოს მცირე, მაგრამ რეკომენდებულია დღეში ექვსჯერადი კვება. ამ სქემით არ შეგაწუხებთ შიმშილის შეგრძნება და ზედმეტი კილოგრამები არაჯანსაღ პროდუქტებზე უარის თქმის დამსახურებით გაქრება.

 

დიეტის პერიოდში ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა: ბოლოკი, ჭარხალი, სტაფილო - გახეხეთ წვრილ სახეხზე. ნიახური, კამა, კიტრი, ხახვი და კომბოსტო დაჭერით თხელ ნაჭრებად. ისპანახი, წიწაკა და პომიდორი კი სქელ ნაჭრებად. თუ ბოსტნეულს ასე დაჭრით, ორგანიზმი გაცილებით მეტ მინერალს და ვიტამინს შეითვისებს.

 

დაიცავით კალორაჟი
 

გაზაფხულის დიეტა შეიცავს საკმარისი რაოდენობით მინერალებსა და ვიტამინებს. მთავარია, კალორიების ბალანსი დაიცვათ და სწორად შეარჩიოთ პროდუქტები. ეს წესი განსაკუთრებით ხორცპროდუქტებს ეხება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დიეტის დროს მხოლოდ დაბალკალორიული და ნაკლებცხიმიანი პროდუქტი მიირთვათ.


 

„საგაზაფხულო დიეტისთვის“ შევარჩიეთ „ნიკორას“ წარმოებული რამდენიმე ხორცპროდუქტი:

 

  • „ნიკორას“ მოხარშული ძეხვი შაშხის - კალორია 163; ნახშირწყლები 2.2 გ; ცილები 12,9 გ; ცხიმები 11,4 გ.
  • „ნიკორას“ მოხარშული ძეხვი ქათმის - კალორია 117; ნახშირწყლები 3.2 გ; ცილები 15,2 გ; ცხიმები 5,1 გ.
  • „ნიკორას“ სოსისი მიუნხენური - კალორია 160; ნახშირწყლები 0,1 გ; ცილები 12,2 გ; ცხიმები 12 გ.


რაციონიდან უნდა გამორიცხოთ: ფენოვანი და საფუვრიანი ცომეული, ტკბილეული, ზედმეტად ცხიმიანი და დამარილებული საკვები, მწნილეული, ყურძენი და ალკოჰოლი. ნებადართულია: საქონლის ხორცი, ქათმის ფილე, დაბალკალორიული და ნაკლებცხიმიანი ხორცპროდუქტები (მოხარშული ძეხვეული და სოსისი), უცხიმო თევზი, კეფირი, ხაჭო და სხვა ფერმენტირებული რძის პროდუქტი, რომლებიც შეიცავს სასარგებლო ბიფიდობაქტერიებს. ასევე, მიირთვით ოსპი, ლობიო და ბარდა. უპირატესობა ენიჭება ყავისფერ ბრინჯს, წიწიბურას და სხვა მუქი ფერის ბურღულეულს, ასევე ბოსტნეულსა და უშაქრო ხილს. სნექის სახით შეგიძლიათ მიირთვათ ჩირი. რაც შეეხება სასმელს, ნებადართულია მწვანე ჩაი, უშაქრო წვენები, კომპოტები და ყავა.

 

საგაზაფხულო დიეტის მენიუს მთავარი კერძი სალათაა, რომელიც მდიდარია ვიტამინებით (ბოსტნეულის დამსახურებით) და შეიცავს საკმარისი რაოდენობით ცილას, ნახშირწყლებს და ცხიმს (სწორად შერჩეული ხორცპროდუქტების დამსახურებით). ამასთან, არის დაბალკალორიული. სალათა შეგიძლიათ მოამზადოთ სასურველი ბოსტნეულის კომბინაციით. რაც შეეხება ხორცპროდუქტს, გირჩევთ, გამოიყენოთ ქათმის ან შაშხის ძეხვი, მისი დაბალი კალორიულობიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე. ასევე, სალათაში შეგიძლიათ ძეხვის ნაცვლად გამოიყენოთ მოხარშული სოსისი „მიუნხენური“, რომელიც მხოლოდ 160 კკალს შეიცავს (100 გრამ პროდუქტზე).
 



საგაზაფხულო დიეტის მენიუს სქემა
 

  • შეგიძლიათ თავად აირჩიოთ დღის რაციონის სასურველი კომბინაციები.

 

საუზმე

ვარიანტი #1

  • გახუხული ტოსტის სენდვიჩი / ტოსტის პური (2 ნაჭერი);
  • „ნიკორას“ შაშხის ან ქათმის ძეხვი (1 ნაჭერი);
  • სალათის ფოთოლი;
  • პომიდორი (1 ნაჭერი);
  • მწვანე ჩაი ან ყავა.

 

ვარიანტი #2

 

  • წიწიბურა;
  • 2 ცალი მოხარშული სოსისი „მიუნხენური“;
  • მწვანე ჩაი / ყავა.


ხემსი

 

  • უშაქრო ხილის წვენი;
  • კეფირი ან ჩირი (40 გ).


სადილი



ვარიანტი #1

 

  • დიეტაში დაშვებული ბურღულეულიდან ერთ-ერთი;
  • მოხარშული საქონლის ხორცი ან ქათმის ფილე 150 გ.
  • კომპოტი ან ხილის უშაქრო წვენი.


ვარიანტი #2

 

  • ბოსტნეულის წვნიანი;
  • 1 ნაჭერი გახუხული ტოსტის პური.


ხემსი

 

  • უშაქრო ხილის წვენი;
  • კეფირი;
  • 1 მწვანე ვაშლი ან ჩირი (40 გ).


ვახშამი



ვარიანტი #1

 

  • მოხარშული ან გრილზე მომზადებული უცხიმო თევზი (1 ნაჭერი);
  • მუქი ბურღულეული (ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა ან ოსპი);
  • კომპოტი ან ხილის უშაქრო წვენი.


ვარიანტი #2

 

  • 2 ცალი მოხარშული სოსისი „მიუნხენური“, მშრალი აჯიკა, სალათის ფურცლები;
  • 1 ნაჭერი გახუხული ტოსტის პური;
  • კომპოტი ან ხილის უშაქრო წვენი.



ძილის წინ

 

  • უცხიმო ხაჭო ან კეფირი.


დიეტის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა. თუ რეკომენდაციებს მკაცრად დაიცავთ, შეძლებთ მოიცილოთ 5-6 კგ. ერთი თვის შემდეგ „საგაზაფხულო დიეტა“ შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!