„გურმეს“ მთავარი რეცეპტი - Gemrielia.ge

„გურმეს“ მთავარი რეცეპტი

„გურმეს“ მრავალფეროვანი სამზარეულო მომხმარებელს უკვე 10 წელია საუკეთესო პროდუქტს სთავაზობს. „სივრცე გემრიელი“ ნებისმიერი გემოვნების სტუმრის მისაღებად ყოველთვის მზად არის. აქ შეხვდებით როგორც საკონდიტრო ნაწარმს, ისე - პურ-ფუნთუშეულსა და მზა საკვებს. რაც მთავარია, „გურმეს“ დაარსების დღიდან დღემდე მთავარი რეცეპტი უცვლელია - ხარისხიანი პროდუქცია მისაღებ ფასად.

პროდუქციის მაღალ ხარისხს კი, პირველ რიგში, კარგი ნედლეული უზრუნველყოფს. „გურმეში“ ყოველთვის იყენებენ ხარისხიან ნედლეულს, რომელიც, უმეტესად, ევროპიდანაა იმპორტირებული. საკონდიტრო ნაწარმს ხომ ისე არაფერი უხდება, როგორც ფრანგული ნედლეულით დამზადებული ვანილის ფრანგული კრემი.

გამონაკლისი არც მზა კვებისთვის განკუთვნილი ნედლეულია. ნედლეულის, რომელსაც „გურმეში“ იყენებენ, ლაბორატორიულად მოწმდება.

„სივრცე გემრიელი“ მომხმარებელს ყოველთვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და სიახლეებითაც ანებივრებს. ამ ეტაპზე, „გურმეს“ წარმოება შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

პასკები

paska1-1649053978.jpg

სულ რამდენიმე დღეში, განსაკუთრებით აქტუალური გახდება პასკების საკითხი. „გურმემ“ ამ მიმართულებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო და სააღდგომო სამზადისში სრულად ჩაება. ისევე, როგორც ყოველ წელს, კომპანია მომხმარებლის წინაშე სააღდგომო პასკების მრავალფეროვანი არჩევანით წარსდგება. სხვადასხვა ზომისა და შიგთავსის მქონე პასკებს, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხი და მისაღები ფასი ექნება.

გემრიელ სივრცეში აუცილებლად ნახავთ ტრადიციული რეცეპტით მომზადებულ პასკებს. თუმცა, განსხვავებული გემოვნების მქონეთათვის, „გურმე“ მოამზადებს ცუკატებიან, შოკოლადის მარცვლებიან და სხვადასხვა დიზაინის მქონე პასკებსაც.

ასევე, „გურმეს“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ უგემრიელესი ხაჭოს პასკებიც, რომელზეც ყოველ წელს საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

საკონდიტრო ნაწარმი

namcxvrebi-1649054004.jpg

საკონდიტრო ნაწარმი, შეიძლება ითქვას, „გურმეს“ ძირითადი ხაზია. ფილიალებში იხილავთ როგორც ქართული ტრადიციული, ისე ფრანგული რეცეპტებით მომზადებულ ნამცხვრებსა და ტორტებს. ნედლეულიც შესაბამისადაა შერჩეული. ფრანგული რეცეპტით დამზადებული ტორტებისა და ნამცხვრებისთვის მხოლოდ ფრანგული ნედლეული გამოიყენება. მაგალითად, მხოლოდ „გურმეში“ შეხვდებით ფრანგულ პუდინგს, რომლითაც საფირმო ტორტები მზადდება.

საფირმო ეკლერისა და შუს გარდა, „გურმე“ მომხმარებელს ნამცხვრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აქ შეხვდებით ისეთ ნამცხვრებს, როგორსაც სხვაგან ვერ იპოვით, რადგან კომპანიის კონდიტერები განსხვავებულ პროდუქციას სპეციალურად „გურმესთვის“ ქმნიან.

პურ-ფუნთუშეული

puri-1649054040.jpg

ქართული და ფრანგული ტკბილეულისა და განსაკუთრებული დიზაინების ტორტების გარდა, „გურმეში“ პურ-ფუნთუშეულსაც შეიძენთ. ამ პროდუქტის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პურის დასამზადებლად, ჭვავის ფქვილი სპეციალური შეკვეთით გერმანიიდან ჩამოდის. სწორედ ამ ფქვილის წყალობით არის შესაძლებელი მჟავე ცომის დამზადება, რაც პურს განსაკუთრებით არომატულსა და გემრიელს ხდის. „გურმეში“ დამზადებული პროდუქცია ჯანსაღია, რადგან არ იყენებენ არანაირ დანამატს. ამ ეტაპისთვის „გურმე“ მომხმარებელს 40-ზე მეტი სახეობის პურსა და ფრანგულ ფუნთუშეულს სთავაზობს.

R