ტოპ 3 ყველაზე სურნელოვანი და ლამაზი მცენარე თქვენი სახლისთვის - Gemrielia.ge

ტოპ 3 ყველაზე სურნელოვანი და ლამაზი მცენარე თქვენი სახლისთვის

დამეთანხმებით, რომ სურნელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია სახლში, იგი გვეხმარება უფრო კომფორტულად და მშვიდად ვიგრძნოთ თავი. უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად სისუფთავე უნდა შეინარჩუნოთ, მაგრამ არსებობს მრავალი გზა, რათა სახლში მუდამ სასიამოვნო სურნელი იყოს. დღესდღეობით სახლის არომატიზატორები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მრავალფეროვანი პალიტრიდან შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სურნელი, თუმცა მე უპირატესობას სურნელოვან სახლის მცენარეებს ვანიჭებ.

რა თქმა უნდა, ეს არის მარტივი და ბუნებრივი გზა სახლის სასიამოვნო შეუმჩნეველი სუნით შესავსებად. გარდა ამისა, სახლის მცენარეებიც ლამაზია! სწორად შერჩეული ყვავილები ლამაზ ქოთნებში დაამშვენებს თქვენს სახლს და შექმნის განუმეორებელ ატმოსფეროს.

რომელი სურნელოვანი მცენარეები შეიძლება მოვათავსოთ სახლში?

1. ციტრუსი

limoni-1649056793.jpg

შესანიშნავი ვარიანტია თქვენი სახლის დეკორაციისთვის. ციტრუსის პატარა ხე არა მხოლოდ ლამაზი და სურნელოვანია, არამედ ნაყოფსაც იძლევა. მე პირადად ლიმონს გირჩევდით, საოცარი არომატი აქვს და მთელ ოთახში სასიამოვნო სურნელს ატრიალებს. ციტრუსის ხე იდეალურია როგორც ოფისისთვის, ისე სახლისთვის - განსაკუთრებით საძინებელი და მისაღები ოთახებისთვის.

მანდარინი ხსნის დაძაბულობას, ფორთოხლის და გრეიფრუტის მუხტს დადებითი ენერგიით. გარდა ამისა, ტკბილ ცაცხვს, ბიგარადებს, ტკბილ ლიმონს და ციტრონს აქვს ძალიან სურნელოვანი ფოთლები.

2. ჟასმინი

jasmini-1649056813.jpg

ვისაც სურს სახლი დახვეწილი ბუნებრივი არომატით შეავსოს, ჟასმინს გირჩევთ. მაგრამ აქ ყველა არ გამოგადგებათ! თეთრი ჟასმინის სურნელი ითვლება ეფექტურ ანტიდეპრესანტად. თავიდან არ მჯეროდა, როგორ შეიძლება ასეთ სურნელს შეიცავდეს ასეთი პატარა ყვავილი! ყველაზე გავრცელებული სახლის ჟასმინი ინდურია. ის ყვავის შემოდგომაზე და გაზაფხულზე, გირჩევთ საძინებელში მოათავსოთ.

მსხვილყვავილოვანი ესპანური ჟასმინი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მისგან მზადდება ჟასმინის ზეთი, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკასა და პარფიუმერიაში. მოკლედ, ეს პატარაყვავილებიანი მცენარე არა მხოლოდ საოცარი არომატით შეავსებს თქვენს სახლს, არამედ დაამშვენებს კიდეც.

3. ხევარდი

xevardi-gardenia-1649056952.jpg

გასაკვირი არ არის, რომ ეს მცენარეები ხშირად გვხვდება საზოგადოებრივ ადგილებში. რა თქმა უნდა, დიზაინერებმა კარგად იციან ხევარდის (სხვანაირად - გარდენია) სილამაზე. დიდი თეთრი ყვავილები მუქი მწვანე ფოთლების ფონზე წარმატებით ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს. შესაძლოა გაგიკვირდეთ,თუმცა მისი ყვავილები ფერს იცვლის კრემისფერიდან ფორთოხლის ან ლიმონისფერში.

ფრთხილად უნდა იყოთ ასეთ სურნელოვან მცენარეებთან. არ გადააჭარბოთ სურნელების შერევით და მათი კონცენტრირებით. გარდა ამისა, შეეცადეთ ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც სურნელოვანი მცენარეებია მოთავსებული.

და თქვენი საყვარელი სახლის მცენარე რომელია?

მოამზადა კესო კვრაცხელიამ