არ მოაჭრათ ხახვს ეს ნაწილი და ცრემლებს სამუდამოდ დაივიწყებთ
სიამოვნებით ჭრით ხახვს თქვენი სადილისთვის მანამ, სანამ თვალები აგტკივდებათ, ცრემლები კი მთელ სახეს დაგისველებთ. შესაძლოა, წვა იმდენად გაძლიერდეს, რომ სადილის კეთებაზეც კი აიღოთ ხელი. ცუდად ჟღერს, არა?
ადრე გიყვებოდით, რატომ „გვატირებს“ ხახვი, ასევე არაერთი რჩევა გაგვიზიარებია, თუ როგორ ავირიდოთ მისი დაჭრისას ცრემლები, მაგრამ დღეს ყველაზე მარტივ და უტყუარ ხრიკს გასწავლით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არ მოაჭრათ ხახვს მონიშნული ადგილი. თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ ხახვის დაჭრა გაგიჭირდებათ, მაგრამ სულაც არა, მარტივია. მას შემდეგ, რაც სასურველ ნაჭრებად დაჭრით, ეს ნაწილი უბრალოდ ურნაში მოისროლეთ.
თქვენ რა ხრიკს მიმართავთ, რომ ხახვმა ცრემლები არ გაღვრევინოთ?