5...

ფილტრი

      ყავაში მარილს არ ვყრით.. და კიდევ 10 კულინარიული შეცდომა, რომელთა დაშვებაც ჩვევად გვექცა - Gemrielia.ge

      ყავაში მარილს არ ვყრით.. და კიდევ 10 კულინარიული შეცდომა, რომელთა დაშვებაც ჩვევად გვექცა

      ამერიკულმა გამოცემა „ბრაით საიდმა“ დაკვირვების შედეგად გამოაქვეყნა 11 კულინარიული შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა დიასახლისი უშვებს.

      1. ბოსტნეულს ზედმეტად დიდ ხანს ვწვავთ

      1b409a58e9bd1f01e4f377b007-1649163849.jpg

      გაცხელებისა და ზედმეტი ტემპერატურის შედეგად ბოსტნეული ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს. ამის თავიდან აცილების შესანიშნავი გზა ბოსტნეულის ორთქლზე მოხარშვაა.

      2. პურის ცომში მარილს არ ვამატებთ

      capture-1649164044.jpg

      თუ გსურთ თქვენი ცომი სწრაფად ამოვიდეს, მაშინ მარილს ნუ დაუმატებთ, თუმცა მარილიანი ცომი ბევრად უფრო მოცულობითი და გემრიელია.

      3. კვერცხს უმარილო წყალში ვხარშავთ

      saltedegg-1649163880.jpg

      ყოველთვის, როდესაც მაცივრიდან გამოღებულ კვერცხს ცხელ წყალში ვხარშავთ, ის სკდება. ამ პრობლემის თავიდან არიდების კარგი გზა წყალში მარილის დამატებაა.

      4. დაჭრამდე კარტოფილს წყალში არ ვაჩერებთ

      70346958f69f3165b824fb5542-1649163994.jpg

      თუ კარტოფილს წყალში ცოტახნით მაინც გააჩერებთ, ყველანაირ ტოქსიკურ ნივთიერებას მოაშორებთ და უფრო დიეტურ კერძსაც მიიღებთ.

      5. ბრინჯს მწვანე ჩაის არ ვუმატებთ

      40e52754718c0f71a03a8fbaca-1649163902.jpg

      იაპონური ტრადიციული კერძი, რომელიც ბრინჯის მწვანე ჩაისთან ერთად მოხარშვას გულისხმობს, გულგრილს არავის დატოვებს.

      6. მოხარშულ ბოსტნეულს ცივ წყალში არ ვავლებთ

      capture-1649164084.jpg

      ხშირად, ბოსტნეულს ვხარშავთ და მოხარშვამდე ვრეცხავთ, თუმცა მათ გარეცხვა მოხარშვის შემდეგაც სჭირდებათ.

      7. ჭარხალს ვხარშავთ იმის მაგივრად, რომ მიკროტალღურ ღუმელში გავათბოთ

      capture-1649164158.jpg

      ჭარხლის მოხარშვას 50 წუთამდე სჭირდება, ხოლო გათბობას მხოლოდ 5 ან 10.

      8. ნიორის კბილებს ცალცალკე ვარჩევთ

      garlic-1649163924.jpg

      თუ ნიორს დასაწყისში ხელს ძლიერად დაარტყამთ, უამრავ დროსა და ენერგიას დაზოგავთ.

      9. კვერცხს მარილს შეწვამდე ვუმატებთ

      11-1649164139.jpg

      შეწვამდე მარილის დამატება კვერცხის სტრუქტურას მთლიანად ანადგურებს. უმჯობესია კერძს მარილი შეწვის შემდეგ მოაყაროთ.

      10. ტოსტის მოსამზადებლად ახალ პურს ვიყენებთ

      bread-1649163948.jpg

      თუ ტოსტის ჭამა გსურთ, უმჯობესია მის გასაკეთებლად ერთი ან ორი დღის პური გამოიყენოთ.

      11. ყავაში მარილს არ ვყრით

      coffee-1649163968.jpg

      მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში მარილიანი ყავა ტრადიციაა, ჩვენ ამას ხშირად არ ვაკეთებთ, არადა მარილი ყავას უფრო არომატულად აქცევს.