„აღდგომის ვარსკვლავი“ - როგორ მოვუაროთ მცენარეს, რომელიც სწორედ აღდგომას ყვავილობს - Gemrielia.ge

„აღდგომის ვარსკვლავი“ - როგორ მოვუაროთ მცენარეს, რომელიც სწორედ აღდგომას ყვავილობს

ამ მცენარის ყვავილობა გაზაფხულს და უფრო სწორად კი, აღდგომას ემთხვევა ხოლმე, ამიტომაც შეერქვა მას აღდგომის კაქტუსი ან აღდგომის ვარსკვლავი.

რიპსალიდოპსისი კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა. ეს მცენარე ხშირად დეკემბერაში ერევათ, თუმცა რიპსალიდოპსისი და დეკემბერა სხვადასხვა სახეობებს მიეკუთვნებიან და მოვლაც სხვადასხვაგვარი სჭირდებათ. რიპსალიდოპსისი (ლათ. Rhipsalidopsis) კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ეპიფიტი მცენარეა, რომლის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეებია მიჩნეული. ბუნებრივ პირობებში რიპსალიდოპსისი ხეებზე იზრდება და, ეკლიანი „თანამოძმეებისგან“ განსხვავებით, თავს შესანიშნავად გრძნობს ტროპიკულ წვიმებსა და მაღალი ტენიანობის პირობებში.თანამედროვე ტაქსონომანიის მიხედვით, რიპსალიდოპსისის მოცემული სახეობა არ არსებობს, მასში შემავალი სახეობები გადატანილია ხატიორას (Hatiora) სახეობაში და რიპსალიდოპსისის (Rhipsalidopsos) თანასახეობადაა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ყვავილების მაღაზიებში, მცენარეს შესაძლოა, ხატიორას სახელწოდებითაც წააწყდეთ.

agdgomis-varskvlavi-1649226060.jpg

რატომ ერევათ ხშირად დეკემბერაში (შლუმბერგერა)? - ეს ორი მცენარე მართლაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან და მათი განსხვავება დატოტვილი ღეროებითაა (ე.წ. ფოთლებით) შესაძლებელი: დეკემბერას ისინი გვერდებში დაკბილული აქვს, ხოლო რიპსალიდოპსისს - მომრგვალებული.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება დეკემბერასა და რიპსალიდოპსისს შორის, ყვავილობის პერიოდია: დეკემბერა ზამთარში, ძირითადად, დეკემბერში ყვავილობს და მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს, ხოლო რიპსალიდოპსისის ყვავილობა, როგორც აღინიშნა, ხშირად ემთხვევა აღდგომას (გაზაფხულობით) და სწორედ ამ მიზეზით ეძახიან „აღდგომის კაქტუსსაც“ ეძახიან.

საოთახო მემცენარეობაში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული რიპსალიდოპსისის ორი სახეობა - რიპსალიდოპსისი გენტერა(Rhipsaliodopsis gaertneri) და ჯუჯა ვარდისფერი რიპსალიდოპსისი (Rhipsaliodosis rosea), რომელთაც ნებისმიერი ინტერიერის გალამაზება შეუძლიათ... გააგრძელეთ კითხვა