კომბოსტო - 263%-ით, კარტოფილი - 39%-ით, შაქარი - 32%-ით - 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2022 წლის მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა
2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
იმ ტოპ-10 საკვებ პროდუქტს შორის, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს: კომბოსტო, ფასის 263.3%-იანი მატებით, მას მოსდევს ბადრიჯანი - 61.3%-იანი გაძვირებით, მე-3 ადგილზეა ქლიავი ფასის - 60.2%-იანი მატებით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი კარტოფილი და მარგარინი ინაწილებენ, რომელთა ფასიც შესაბამისად, 39.9%-ითა და 37.8%-ით არის გაზრდილი.
წლიურად გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე, წიწიბურა, შაქარი, მანდარინი, ჭარხალი და ხორბლის პური.
შეგახსენებთ, გასულ თვეშიც ყველაზე მეტად, 238.2% - ით კომბოსტო იყო გაძვირებული.