შოკოლადი თუ კაკაო - რჩევები მათთვის, ვისაც იდეალური შოკოლადის ნამცხვარის შექმნა სურს - Gemrielia.ge

შოკოლადი თუ კაკაო - რჩევები მათთვის, ვისაც იდეალური შოკოლადის ნამცხვარის შექმნა სურს

იდეალური შოკოლადის ნამცხვრის შექმნა დიდი გამოწვევაა. თქვენ უნდა დააბალანსოთ ნამცხვრის ტექსტურა და სტრუქტურა და პარალელურად შეინარჩუნოთ მკაფიო შოკოლადის გემო.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გასათვალისწინებელია შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტის ფორმულირებაში, არის რომელს იყენებთ ცომისთვის, შოკოლადს, კაკაოს თუ ორივეს.

capture-1649233093.jpg

შოკოლადიც და კაკაოს ფხვნილიც მზადდება კაკაოს მარცვლებისგან, რომლებიც ფერმენტირებული, დამუშავებული და გამხმარია. კაკაო, როგორც წესი, მხოლოდ დანაწევრებული მარცვლებია, ხოლო შოკოლადს იდეალური გემოს მისაღებად დამატებით კარაქი და სხვა ინგრედიენტები სჭირდება. კაკაოს ფხვნილები ძირითადად ორი სახის არის, ბუნებრივი ან დამუშავებული, რომელსაც მეორენაირად ჰოლანდიურსაც უწოდებენ. ჰოლანდიური კაკაოს ფხვნილი დამუშავებულია ტუტე მჟავებით, რომლებიც ანეიტრალებენ მის მჟავიანობას, უცვლიან გემოს და აფერადებენ. ბუნებრივ კაკაოს შედარებით ღია ფერი და მომჟავო გემო აქვს.

თუ გამოაცხობთ სამ ნამცხვარს, რომელთაგან ერთი უშაქრო შოკოლადით იქნება, მეორეში მხოლოდ კაკაოს ფხვნილს გამოიყენებთ და მესამეში ნახევრად უშაქრო შოკოლადს, კაკაოს ფხვნილთან ერთად, მარტივად შეძლებთ განსხვავების დანახვას და თქვენი ფავორიტის არჩევას.

ნამცხვარს, რომელიც მხოლოდ უშაქრო შოკოლადს შეიცავდა, რბილი, მაგრამ კარგად მომრგვალებული შოკოლადის გემო ექნება და ოდნავ ღია ფერის იქნება, ვიდრე დანარჩენი ორი ნამცხვარი. ამ ნამცხვრის გემო არანაირად არ არის ცუდი, მაგრამ მას არ აქვს შოკოლადის ისეთი ძლიერი გემო, რასაც თქვენ ეძებთ.

ushakro-1649233119.jpg

ნამცხვარს, რომელშიც მხოლოდ კაკაოს ფხვნილი გამოიყენეთ, ღრმა მუქი ფერი და თამამი შოკოლადის არომატი ექნება. როგორც ჩანს, კაკაო აძლევს მას შოკოლადის უფრო ინტენსიურ გემოს, ვიდრე ამის გაკეთება უშაქრო შოკოლადს შეუძლია.

ushakro-1649233159.jpg

ნახევრად უშაქრო შოკოლადის და ნახევრად კაკაოს ფხვნილის ნამცხვარს კი აქვს მუქი შოკოლადის ფერი, მდიდარი არომატი და კაკაოს კარაქის ნიუანსები, მარტივად მიხვდებით, რომ სწორედ ეს კომბინაციაა ნამდვილი და ყველაზე გემრიელი შოკოლადის ნამცხვრის მომზადების გზა.

naxevrebi-1649233193.jpg

ამ ექსპერიმენტში საუკეთესო ნამცხვარი არის ის, რომელიც შეიცავს როგორც უშაქრო შოკოლადს, ასევე კაკაოს ფხვნილსაც. უშაქრო შოკოლადი პასუხისმგებელია ნამცხვრის გემოსა და არომატებზე, ხოლო კაკაოს ფხვნილი - ნამცხვრის ფერსა და მჟავიანობაზე.