შაქრის გავლენა ნამცხვრებზე - თუ რბილი და ფაფუკი დესერტი გსურთ, ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ - Gemrielia.ge

შაქრის გავლენა ნამცხვრებზე - თუ რბილი და ფაფუკი დესერტი გსურთ, ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

შაქარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ნამცხვრის რეცეპტში. შაქრის გარეშე, ნამცხვარი არ იქნება ნაზი და შთამაგონებელი გემოს მატარებელი, მაგრამ იცოდით რომ ამის მაგივრად ის სქელი და მკვრივი გახდება?

მართალია, შაქარი უპირველეს ყოვლისა დესერტში არომატის შემქმნელია, მაგრამ მას ასევე სხვა და არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აქვს ნამცხვრის ცხობის პროცესშიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველად გვახსენდება თეთრი კრისტალები, რომელიც უზრუნველყოფს სიტკბოს, ის ასევე უზრუნველყოფს პლატფორმას კარამელიზაციისა და შეფერილობისთვის. შაქრის გარეშე, ნამცხვარს აქვს ნედლეულის მსგავსი არომატი, მოკლებულია ნიუანსებს, რომლებიც გამოდის შაქრის დაშლისას, კარამელიზაციისას და რადგან ის ხელს უწყობს შეფერილობის შეცვლას, შესაბამისად თქვენს დესერტსაც „შემწვარის“ ეფექტს აძლევს.

შაქარი არსებითად ასუსტებს ცომში არსებულ სტრუქტურულ ტოქსინებს. ის ანელებს და ამცირებს ცილა-პროტეინის ურთიერთქმედებას, შაქარს ასევე შეუძლია შეანელოს სახამებლის გელაცია და ამას გარდა, თუ შაქარს არ გამოიყენებთ, თქვენი დესერტი უფრო სწრაფად გამოცხვება.

capture-1649249823.jpg

წყლის მოლეკულები იზიდავს შაქარს, ამიტომ ნამცხვარში მნიშვნელოვანი შაქრის არსებობა ხელს შეუწყობს სითხის დაჭერას და შენარჩუნებას. სწორედ ამის შედეგად მიიღება ნაზი და ტენიანი ნამცხვარი.

ნამცხვრის გამოცხობის ექსპერიმენტამდე მჯეროდა, რომ საკმაოდ კარგად ვხვდებოდი, როგორ უწყობდა ხელს შაქარი საბოლოო სიტკბოს ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, ძალიან გამიკვირდა მიღებული შედეგი. ველოდი, რომ უშაქრო ნამცხვარი შედარებით ფუმფულა იქნებოდა, რადგან მეგონა, სწორედ შაქარი უთხრიდა ძირს ნამცხვრის მკვრივ სტრუქტურას.

ასვე მეგონა, რომ უშაქრო ნამცხვარი დაიშლებოდა ცომის პატარა ნაწილებად, თუმცა შედეგად სულ სხვა რამ მივიღე. მე ვერ განვსაზღვრე ტენიანობის დიდი ეფექტი. არ მჯეროდა რომ უშაქრო და შაქრიან ნამცხვრებს შორის განსხვავება ასეთი დიდი იქნებოდა.

ნამცხვარი შაქრის გარეშე იყო ძალიან დაბალი და მკვრივი, ხოლო შაქრის შემცველი ნამცხვარი გახდა მსუბუქი და ფუმფულა, რომელიც პირში დნებოდა.

როგორც ჩანს, რადგან შაქარი ინარჩუნებს წყალს, ის უზრუნველყოფს ნამცხვრის სტრუქტურასაც და იწვევს ნამცხვრის აფუებას.

გარდა სიმაღლისა, ცხადი იყო, რომ უშაქრო ნამცხვრები საკმაოდ ფერმკრთალი და შეუხედავი იყო, უფრო მაღალი შაქრის შემცველობის მქონე ნამცხვრებს კი უფრო ოქროსფერი შეფერილობა აქვთ, რადგან ცხობისას შაქრის მოლეკულები იბრაწება და მუქი ფერის ხდება.

ამრიგად, თუ გსურთ, თქვენი ნამცხვარი უფრო მკვრივი და ღია ფერის იყოს, რომელსაც მარტივად დაჭრით და არ დაიშლება, შეგიძლიათ შაქარი საერთოდ ამოიღოთ მისი რეცეპტიდან, მაგრამ თუ ოდნავ სველი, რბილი და ფაფუკი დესერტი გსურთ, შაქრის გამოყენება აუცილებელია.

sugar-in-cake-3-1649249782.jpg