„წაგრილებული ჭადი, კეჟერა ფხალი, ადესა ღვინო და აგვისტოს ყველი... უკეთესი საჭმელი, დამიჯერეთ, არ არსებობს“ - კეჟერა ფხალის რეცეპტი ზურა შევარდნაძისგან
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელმა ზურა შევარდნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გურული კეჟერა ფხალის რეცეპტი გაუზიარა მაყურებელს.
ინგრედიენტები:
- 3-4 თავი კეჟერა ფხალი;
- 5 კბილი ნიორი
- 1 კონა მწვანე ქინძი
- 300 გრამი თხილი
- წითელი წიწაკა (დაფქული)