„ყველა ინგრედიენტს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს...“ - როგორ ღებავს სააღდგომო კვერცხებს ლევან კობიაშვილი - Gemrielia.ge

„ყველა ინგრედიენტს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს...“ - როგორ ღებავს სააღდგომო კვერცხებს ლევან კობიაშვილი

„მასტერშეფის“ ჟიურის წევრი, შეფ ლევან კობიაშვილი chef cave-ის მაყურებლებს უზიარებს სააღდგომო კვერცხების შეღებვის მეთოდს.

დაგვჭირდება: ენდრო, ხახვის ფოჩები, მარილი და ძმარი.

ქვაბში ჩავჭყლიტოთ ენდრო (დაჭყლეტვა უკეთესია, რადგან ნახარშში ფერი კარგად გაჯდება), დავამატოთ ხახვის ფოჩები, შემდეგ წყალი და ძმარი.

ყველა ინგრედიენტს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. მაგალითად: ძმარს კარგად გამოაქვს ფერი, მარილი კი იმისათვის გვჭირდება, ჩაწყობის დრო კვერცხი რომ არ დაგვისკდეს. ადუღების შემდეგ, საჭიროა ნახარშის გაციება.

შემდეგ ეტაპზე, შემოვდგათ ისევ ცეცხლზე, ავადუღოთ და ჩავაწყოთ კვერცხები. წითლად შეღებილ კვერცხებს, მოვუსვათ ზეთი სიპრიალისთვის და აქვე პატარა რჩევა: ჯობს შევღებოთ სოფლის კვერცი, რადგან ნაჭუჭი უფრო სქელი აქვს და შესაბამისად, მარტივად არ სკდება.

თქვენ როგორ ღებავთ კვერცხებს?