myquiz

რა დაგიჯდებათ წელს 1 პორცია პასკის გამოცხობა - Gemrielia.ge

რა დაგიჯდებათ წელს 1 პორცია პასკის გამოცხობა

პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პასკის შეძენა ბევრგან შეიძლება, შინ გამომცხვარს სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს. პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, დღესასწაულის განცდას ამძაფრებს. შედეგი კი იმდენად სასიამოვნოა, წვალებად ნამდვილად ღირს.

არაერთი მიზეზის გამო წელს საკვები პროდუქტების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. ამის მიუხედავად, ოჯახები ცდილობენ სულ რამდენიმე ცალი პასკა მაინც გამოაცხონ. საცდელად ავიღეთ პასკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, თამრიკო კიკაბიძის რეცეპტი, რომლის მიხედვითაც დაახლოებით გამოვთვალეთ, რა დაგიჯდებათ წელს 1 პორცია პასკის გამოცხობა.

  • 1 პროდუქტების ფასები მაღაზიებისა თუ ბაზრების მიხედვით განსხვავებულია. ჩვენ თითოეული პროდუქტის საშუალო ფასი ავიღეთ.

paskis-fasi-1649678841.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

რამდენიმე რჩევა, სანამ პასკისთვის საჭირო ინგრედიენტებს მოიმარაგებთ:

  • შეადარეთ ფასები - სხვადასხვა ქსელურ მარკეტში ერთი და იმავე დასახელების პროდუქტი სხვადასხვა ფასი ღირს. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი.
  • ისარგებლეთ ფასდაკლებით - მაღაზიებში ხშირად ცხადდება ფასდაკლებები. თუკი პასკის გამოცხობას აპირებთ, ნუ დაელოდებით ბოლო დღეებს. მაგალითად, თუკი 2 კვირით ადრე ფქვილზე იქნება ფასდაკლება, დაუფიქრებლად იყიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ კარგი პასკა უმაღლესი ხარისხის ფქვილით ცხვება.
  • შეარჩიეთ სწორი რეცეპტი - კულინარიულ საიტებსა თუ ფეისბუქჯგუფებში უამრავი რეცეპტია, რის გამოც ბევრს უჭირს მისთვის იდეალური რეცეპტის შერჩევა. დაათვალიერეთ პასკის რეცეპტები ჩვენს საიტზე, დააკვირდით ფოტოებს, ინგრედიენტების ჩამონათვალს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

პასკის რეცეპტების ნახვა