ლამაზი, მარტივი და გემრიელი: როგორ ავაწყოთ ლუდის დაფა?
ლუდი გემრიელი წასახემსებლის გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც მეგობრებთან ერთად გატარებული საღამო - ლუდის გარეშე. ლუდი მხიარული კამპანიების საყვარელი სასმელია და სადაც მხიარული კამპანიაა, იქ აუცილებლად უნდა იყოს გემრიელი საჭმელიც. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სასმელზე მისაყოლებლად ძალიან პოპულარულია ღვინის და ლუდის დაფები, რომლებიც ძალიან მარტივი ასაწყობია. მათი მთავარი ინგრედიენტები ხორცპროდუქტები და ყველია, სხვადასხვა წასახემსებლების დამატებით. ლუდის დაფა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, გაუმასპინძლდეთ მეგობრებს, მოულოდნელ სტუმრებს ან უბრალოდ მოიწყოთ მყუდრო და სასიამოვნო საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, უქმე დღეებში. გემრიელი ლუდის დაფის აწყობას კი ქართული ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორა“ გასწავლით.
როგორ ავაწყოთ ლუდის დაფა:
პირველ რიგში, ლუდის დაფის ასაწყობად საჭიროა, გქონდეს ხის სპეციალური დაფა. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლანგარი.
საჭირო ინგრედიენტები:
- ბასტურმა (თხელი ნაჭრები) - 70 გ.
- ძეხვი შინკერვურსტი - 70 გ.
- მონადირული კლასიკური -140 გ.
- პროშუტო
- თხლად დაჭრილი ყველი გაუდა
- მჟავე კიტრი (პიკული)
- მდოგვი
- კეტჩუპი
- გამომშრალი პომიდვრის ჩირი
- ქართული თხილი
- ნივრიანი კუბიკები
- მარილიანი ჩხირები/პური (გერმანული ან სურვილისამებრ)
- ნივრიანი კარაქი (კუბებად დაჭრილი)
გემრიელად მიირთვით და კარგი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად!