myquiz

ქართული სატაცურის მთავარი გასაღების ბაზარი რუსეთია - რა რაოდენობის პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ - Gemrielia.ge

ქართული სატაცურის მთავარი გასაღების ბაზარი რუსეთია - რა რაოდენობის პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ

ქართული სატაცურის მთავარი გასაღების ბაზარი რუსეთია. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, ყოველწლიურად პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ექსპორტში რუსეთის წილიც სულ უფრო მზარდია.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან სულ 85,47 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 13 ტონა პროდუქტი გავიდა, აქედან 81,45 ათასი აშშ დოლარის 12 ტონაზე მეტი რუსეთზე, ხოლო მცირე ნაწილი, კერძოდ, 4,02 ათასი აშშ დოლარი - სომხეთზე მოდის.

რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებლებს, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 700 აშშ დოლარის სატაცური გავიდა, 2018 წელს - 1,39 ათასი აშშ დოლარის, 2019 წელს - 22,6 ათასი დოლარის, 2020 წელს კი - 43,6 ათასი აშშ დოლარის.