„უფრო დიდხანს ბიბინებს და ფერსაც არ იცვლის ბამბიანისგან განსხვავებით“ - როგორ დავთესოთ ჯეჯილი მიწაზე? - Gemrielia.ge

„უფრო დიდხანს ბიბინებს და ფერსაც არ იცვლის ბამბიანისგან განსხვავებით“ - როგორ დავთესოთ ჯეჯილი მიწაზე?

ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ.

ხორბლის ბამბაზე დათესვა გავრცელებული წესია, მაგრამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი მიწაზე თესავს ხორბალს და აღნიშნავენ, რომ მიწის დამსახურებით ჯეჯილი უფრო მალეც იზრდება და რაც მთავარია, უფრო დიდხანს ინარჩუნებს ხასხასა მწვანე ფერს. გიზიარებთ „გემრიელიას“ ფეისბუქჯგუფის წევრის, ზიზი ბერაიას მეთოდს:

„კარგად ვრეცხავ ხორბალს და ქილაში ვყრი, ვასხამ თბილ წყალს ისე, რომ 2 თითზე ფარავდეს. ვაფარებ და ვტოვებ მთელი ღამით. დილით გადავუწურავ წყალს და დავასხამ ისევ თბილ წყალს ისე, რომ ოდნავ ფარავდეს. ასე ვტოვებ მეორე დღესაც. მესამე დღეს ვთესავ უკვე გაღვივებულს და ძალიან მალე ამოდის. მიწიან ქოთანში ზედაპირზე მოვაყრი გაღვივებულ ხორბალს და თხელ ფენად მოვაყრი მიწას. ასე უფრო დიდხანს ბიბინებს და ფერსაც არ იცვლის ბამბიანისგან განსხვავებით.

* თუ თესავთ ისეთ ქოთანში, რომლის ზომის ჭიქა (გამჭვირვალე) მოგეპოვებათ, პირქვე დაადეთ ქოთანს ზემოდან. ასე შეუქმნით სასათბურე პირობებს და კიდევ უფრო დააჩქარებთ პროცესს.

თქვენ რომელს ირჩევთ ხორბლისთვის - მიწას თუ ბამბას?