რა ოდენობის ცომი უნდა ჩავდოთ პასკის ფორმებში
პასკის რეცეპტს რომ შეარჩევთ, ცომსაც საგულდაგულოდ მოზელთ და ფორმებს გაამზადებთ, აუცილებლად დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვას: რა ოდენობის ცომი უნდა ჩავდო ფორმებში?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ფორმის 1/3 ნაწილის გავსებაა, მაგრამ მე პირადად ამ მეთოდს ბოლომდე ვერ ვენდობი. ყველაზე საიმედო გზაა ცომი აწონოთ და იმდენი მოათავსოთ ფორმაში, რამდენგრამიანიცაა. მაგალითად, თუკი 500-გრამიანი ფორმები გაქვთ შეძენილი, შიგნით 500-530 გრამი ცომი მოათავსეთ. ცომის ასაწონად სამზარეულოს სასწორი გამოგადგებათ.
ეს არის უტყუარი მეთოდი, რათა ცომი საკმარისად კარგად ამოვიდეს და თანაც თავზე ლამაზი გუმბათები გაიკეთოს.
თქვენ რა მეთოდს იყენებთ?