რას ვყიდულობთ რუსეთისგან? - 10 პროდუქტი, რაც საქართველომ მარტში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა რუსეთში
2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.7%-ით, ხოლო ექსპორტი - 2.8%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მხოლოდ მარტს, გასულ თვეში რუსეთიდან იმპორტმა საქართველოში 91 580 350 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 89 306 550 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში - 95 923 710 აშშ დოლარი იყო.
მიმდინარე წლის მარტში რუსეთიდან საქართველოში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ასე გამოიყურება:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 21 881 800 აშშ დოლარი;
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 15 319 750 აშშ დოლარი;
- ელექტროენერგია - 7 801 620 აშშ დოლარი;
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 5 814 420 აშშ დოლარი;
- მარგარინი - 3 435 940 აშშ დოლარი.
სრული სია იხილეთ აქ