კიტრი, პომიდორი... საქართველოში სათბურის ბოსტნეული 30%-დან 140%-მდე გაძვირდა - Gemrielia.ge

კიტრი, პომიდორი... საქართველოში სათბურის ბოსტნეული 30%-დან 140%-მდე გაძვირდა

საქართველოში სათბურის ბოსტნეული, კერძოდ, კიტრი და პომიდორი ძვირდება, რადგან ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული თურქულ იმპორტზე. თურქეთში კი ინფლაცია მნიშვნელოვნად იზრდება. EastFruit-ის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად საქართველოსთვის სათბურის ბოსტნეულის იმპორტი აუცილებელია.

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში სამომხმარებლო ფასები, თებერვალთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა, ხოლო მარტის წლიურმა ინფლაციამ 61%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი დონეა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მონაცემებით, თურქულ ხილ-ბოსტნეულზე საქართველოს მაღალი დამოკიდებულების შედეგად, ქვეყანაში ზოგიერთ ძირითად პროდუქტზე ფასები, შარშანდელთან შედარებით, 30%-დან 140%-მდე გაიზარდა.

გამოცემის ცნობით, 8 აპრილის მდგომარეობით ფასები წლიურად მრგვალ წითელ პომიდორზე - 140%-ით; შარშანდელ სტაფილოზე - 88%-ით; შარშანდელ ყვითელ ხახვზე - 73%-ით; მოკლე ხორკლიან კიტრზე - 57%-ით; მწვანე ტკბილ წიწაკაზე - 55%-ით; პომიდორ „ჩერიზე“ – 48%-ით; მარწყვზე - 35%-ით; ხოლო ვარდისფერ პომიდორზე - 29%-ით არის გაზრდილი.