"გურმეში“ პასკების სურნელი ტრიალებს
მძიმე და ნოტიო - როდესაც ვფიქრობთ საუკეთესო პასკაზე, პირველ რიგში, სწორედ ეს ორი მახასიათებელი გვახსენდება. პასკის სასურველი გემოსა და ტექსტურის მისაღებად, „გურმეს“ გუნდმა მუშაობა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო. წელს მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო, რადგან ერთგულ მომხმარებლებსა და მუდმივ კორპორაციულ კლიენტებს ახლებიც დაემატნენ.
ისევე, როგორც ყოველ წელს, „გურმეს“ გუნდმა სააღდგომო პასკების მრავალფეროვანი არჩევანი წარმოადგინა. მთავარი რეცეპტი უცვლელია - უმაღლესი ხარისხის ნედლეული, გემრიელი პროდუქტი და მისაღები ფასი. სხვადასხვა ზომისა და შიგთავსის მქონე პასკები მომხმარებელთა ნაწილმა უკვე დააგემოვნა და დადებითმა შეფასებამაც არ დააყოვნა.
ყველაზე მოთხოვნადი მაინც ტრადიციული რეცეპტით დამზადებული პასკაა. ისევე, როგორც სხვა პროდუქტების მომზადებისას, „გურმე“ მთავარ აქცენტს აქაც ნედლეულის ხარისხზე აკეთებს. „გურმეს“ ტრადიციული პასკა მზადდება „ვალიოს“ კარაქით, „პარმალატის“ რძით, კვერცხით, უმაღლესი ხარისხის ფქვილით, ილით, მუსკატით, ქიშმიშით, ვანილითა და ლიმონით. სწორედ ამ ინგრედიენტების კომბინაციითა და დამზადების სწორი წესით მიიღება მძიმე და ნოტიო ტრადიციული პასკა.
„გურმე“ არჩევანს განსხვავებული გემოვნების მქონე მომხმარებლებისაც სთავაზობს და სპეციალურად მათთვის, „ცუკატებიან“, შოკოლადის მარცვლებიან და სხვადასხვა დიზაინის პასკებსაც ამზადებს. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც „გურმეს“ ფილიალებში, ისე - Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხაჭოს პასკაც. მოთხოვნის გათვალისწინებით, „გურმეს“ გუნდმა ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავა და ჩირითა და ნიგვზით გაფორმებული ხაჭოს პასკები მოამზადა.
„გურმეს“ მრავალფეროვანი სამზარეულო მომხმარებელს უკვე 10 წელია საუკეთესო პროდუქტს სთავაზობს. „სივრცე გემრიელი“ ნებისმიერი გემოვნების სტუმრის მისაღებად ყოველთვის მზად არის.
R