განტვირთვა დღესასწაულების შემდეგ - 5 საუკეთესო მეთოდი - Gemrielia.ge

განტვირთვა დღესასწაულების შემდეგ - 5 საუკეთესო მეთოდი

 

განტვირთვის დღეები კარგი საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად და რამოდენიმე ზედმეტი კილოგრამის დასაკლებად. ასეთი დღეები კვირაში 1-2 ჯერ უნდა მოაწყოთ. ასეთი რეჟიმით ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებთ და ტოქსინებისგან გაათავისუფლებთ.


1. ბოსტნეულის დღე
დღის განმავლობაში მიიღეთ 1.5 – 2 კგ ახალი ბოსტნეული (სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ყაბაყი, მწვანილეული) სალათების სახით. შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.კ ზეთი და ლიმონის წვენი. სასმელებიდან უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ჩაის. ამგვარად დღეში დაახლოებით 700 კკალ-ს მიიღებთ.

2. ხილის დღე
დღის განმავლობაში მიიღეთ 1.5-2 კგ ცოცხალი ხილი - ფორთოხალი, ვაშლი, მსხალი, 1-2 ბანანი, კივი და ა.შ. უმჯობესია თუ ხილს გაყოფთ 5-6 ულუფად

3. რძის პროდუქტის დღე
1-ლი ვარიანტი: 1.5-2 ლ კეფირი დღის განმავლობაში 6-8 ულუფად მიიღეთ. ეს დაახლოებით 450-500 კკალ-იაა.
მე-2 ვარიანტი: 500 გ ხაჭო და 200 გ ნებისმიერი ჩირი 6-8 ულუფად გაყავით და დღის განმავლობაში მიიღეთ. ეს დაახლოებით 1000-1500 კკალ-იაა, იმის მიხედვით, თუ რა სახის ჩირეულს აირჩევთ.

4. კარტოფილის დღე
მიიღეთ ნოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ცოტაოდენ არაჟანთან ერთად. სასურველია არ გადააჭარბოთ 600-700 გრამს დღეში.

5. შვრიის დღე
დღის განმავლობაში, 3-4 ულუფად მიიღეთ 750-800 გ წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, დააყოლეთ ასკილის უშაქრო ჩაი.