თუკი დღის განმავლობაში ხშირად გშივდებათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუკი დღის განმავლობაში ხშირად გშივდებათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

ადამიანები შიმშილს დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა გრძნობდნენ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ეს გრძნობა გამუდმებით აწუხებთ. სინამდვილეში, ემოციურ და ფიზიკურ შიმშილს შორის უზარმაზარი განსხვავებაა.

ჩვენ ვჭამთ მაშინ, როდესაც მოწყენილები ან სტრესის ზემოქმედების ქვეშ ვართ, მაშინაც, როდესაც ბედნიერები ვართ ან რაიმეს აღვნიშნავთ.

მოწყენილობა შიმშილის ნომერ პირველი ემოციური მტერია, ჩვენ ხშირად ვაიგნორებთ სხეულის ფიზიკურ მოთხოვნილებებს და იმის გამო, რომ არ გვეძინება, ან არ ვიცით რა გავაკეთოთ, ჭამა გვინდება.

როგორც აღვნიშნეთ, ფიზიკური შიმშილი დიდად განსხვავდება ემოციური შიმშილისგან.

ფიზიკური შიმშილი ეტაპობრივია და დაკავშირებულია ბოლო ჭამის დროსთან, მაშინ, როდესაც ემოციური შიმშილი გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა სტრესი, შფოთვა ან დაღლილობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, როცა ჭამას აპირებთ ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება მშიერი იყოთ, არის შიმშილთან საუბარი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი ჭამა გსურთ და მაშინვე მიხვდებით, რომ არაფერი გინდათ.

მნიშვნელოვანია სერიოზულად მოეკიდოთ თქვენი კვების რაციონს და ორგანიზმს შიმშილი არ აიძულოთ, მაგრამ ჯერ ეცადეთ გაარკვიოთ მართლა გშიათ თუ რაღაცაზე ხართ ნაწყენი.

ხშირად, ემოციური შიმშილი არის სხეულის საშუალება, რომ გითხრათ, გჭირდებათ კომფორტი ან რაიმე დამამშვიდებელი. იმის ნაცვლად, რომ ჭამოთ, შესაძლოა უბრალოდ გჭირდებათ შესვენება ან გარეთ გასეირნება სტრესის შესამსუბუქებლად. ენერგიის დონეც ასევე შიმშილის დიდი ნაწილია. როდესაც დაღლილობას გრძნობთ, შიმშილის გრძნობაც გიმძაფრდებათ.

„დაადგინეთ, რას გრძნობთ და იპოვნეთ შესაბამისი ემოცია, რომელიც მას თან ახლავს“, - ამბობს დოქტორი ალბერსი. „თუ სტრესში ხარ, იპოვე ისეთი რამ, რაც დაგამშვიდებს.“

ლტოლვა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენი ემოციები შეიძლება იწვევდეს შიმშილის გრძნობას.

შესაძლოა, თქვენს სხეულს სწყურია კონკრეტული სახის შოკოლადი, რადგან სინამდვილეში გრძნობთ შფოთვას. ან იქნებ გგონიათ, რომ გინდათ უამრავი მაკარონის ჭამა მაშინ, როდესაც უბრალოდ გწყინთ თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები და ყურადღების გადატანა ჭამაზე გსურთ.

mac-cheese-1152644465-650x428-1650538804.jpg

ადამიანები, როგორც წესი, უგულებელყოფენ ემოციურ შიმშილს და ურევენ რეალურ შიმშილში, რადგან ისინი ტელეფონთან ან კომპიუტერთან არიან და ყველანაირ გრძნობას აიგნორებენ. არ ჭამოთ ტელევიზორის წინ ან სხვა საქმის კეთებისას და დაუფიქრებლად გადაადგილებისას.

იმის ნაცვლად, რომ დაელოდოთ, როგორ გაქრება შიმშილის გრძნობა, განსაზღვრეთ როდის გშივდებათ, შეადგინეთ კვების რუტინა რამდენიმე საათიანი ინტერვალებით და მიჰყევით მას.

შენიშვნა: ემოციური შიმშილი შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა ან ძილის ნაკლებობამ და სხვადასხვა ფიზიკურმა პრობლემებმა, ასე რომ, მასზე დაკვირვება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა აუცილებელია.

თქვენ თუ შეგიძლიათ ემოციური შიმშილის ამოცნობა? როგორ ებრძვით მას?

fruit-vs-cakes-1650538772.jpg