რაში გამოვიყენოთ მორჩენილი პასკა? - 3 იდეა, თუკი გაყინვა არ გსურთ - Gemrielia.ge

რაში გამოვიყენოთ მორჩენილი პასკა? - 3 იდეა, თუკი გაყინვა არ გსურთ

სააღდგომოდ თითქმის ყველა ოჯახში ცხვება პასკა. თუკი თქვენც ჩემსავით რამდენიმე პორცია გამოაცხვეთ და აღარ იცით, ამდენი სად წაიღოთ... ანდაც, ჩვენ შორის დარჩეს და, ცოტა უგემური გამოგივიდათ, 3 იდეას შემოგთავაზებთ მის ეფექტურად გამოსაყენებლად.

თავშივე გეტყვით, თუკი სახლში გემრიელი პასკა გაქვთ, მისი გაყინვა საუკეთესო იდეაა. მართალია გაყინვის მეთოდი თავიდან ყველას როდი მოსწონს, მაგრამ ვინც კი სცადა, ყველა კმაყოფილი დარჩა.

1. პასკის „ყიყლიყო“

საუზმისთვის არაჩვეულებრივი იქნება. პასკა სასურველ ნაჭრებად დაჭერით, კვერცხი ცოტა რძესთან ერთად გათქვიფეთ. პასკის ნაჭრები შიგნით ამოავლეთ და ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან დაბრაწეთ. ტკბილი ყიყლიყო ფრანგული ტოსტის სტილში მზად არის!

paska-1650960171.jpg

2. „ჩინური ტორტი“ პასკით

ალბათ ყველას მოგვიმზადებია ე. წ. ჩინური ტორტი ხრაშუნა ორცხობილებით ან ბისკვიტით. ეჭვი არ შეგეპაროთ, არცერთ მათგანს არ ჩამოუვარდება პასკა. მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • დაჭრილი ხილი
  • პასკა
  • თხილეული
  • ქოქოსის ფანტელი
  • მოხარშული კრემი

chinuri-torti-1650959617.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

3. პასკის მაფინები

დარწმუნებული ვარ, პასკისგან მაფინების მომზადებაზე აქამდე არ გიფიქრიათ. დაგჭირდებათ:

  • 400 გრ პასკა
  • 150 გრ გაყინული კენკრა
  • 4 კვერცხი
  • 400 მლ რძე
  • 4 სკ შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • მწიკვი დარიჩინი
  • კარაქი ან ზეთი ფორმებისთვის

paskismafinebi-1650960105.jpg

პასკა დაჭერით კუბიკებად. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ დარიჩინი, მარილი და შაქარი, ბოლოს - რძე და კვლავ გათქვიფეთ. პასკის ნაჭრებს დაასხით ნარევი, დააყარეთ კენკრა და კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ 15 წუთით, რომ გემოები კარგად გაუჯდეს.

მაფინის ფორმებს გულუხვად წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ პასკის მასა. გამოაცხვეთ მაფინები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.

ამ სამიდან რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად?