myquiz

საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - სად გავყიდეთ პროდუქტი - Gemrielia.ge

საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - სად გავყიდეთ პროდუქტი

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობის - 2.341 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 11 698 ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა.გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, უცხოეთში 624 ათასი აშშ დოლარის 3 195 ტონა კარტოფილი გაიყიდა. შედეგად გამოდის, რომ როგორც თანხობრივად, ასევე რაოდენობით, წელს კარტოფილის ექსპორტმა 250%-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი მოცულობით საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი ფაქტობრივად, არცერთ წელს არ განხორციელებულა.

იმ ქვეყნების ჩამონათვალს შორის, სადაც მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი გაიტანა, ლიდერობს რუსეთი - 1.278 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს აზერბაიჯანი - 971 ათასი აშშ დოლარის ექსპორტით, მე-3 ადგილზეა უკრაინა - 39.1 ათასი აშშ დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სომხეთი და მოლდოვა იკავებენ, სადაც ექსპორტმა შესაბამისად, 34.1 ათასი და 18.5 ათასი დოლარი შეადგინა.

წყარო: BPN.ge