„მამა ბანკის მმართველი იყო, თუმცა ამ საქმის გამო თავი დაანება... ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში დალიეს" - კავკასიონის ძირას გაშენებული მეურნეობა და მირიანაშვილების „სამოთხე“ - Gemrielia.ge

„მამა ბანკის მმართველი იყო, თუმცა ამ საქმის გამო თავი დაანება... ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში დალიეს" - კავკასიონის ძირას გაშენებული მეურნეობა და მირიანაშვილების „სამოთხე“

მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის ამ­ბა­ვი დიდი ხა­ნია, ყვა­რელს გას­ცდა. მათი წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე იყი­დე­ბა. მდი­ნა­რე ჩელ­თის ნა­პირ­ზე და­წუ­რუ­ლი ღვი­ნის ამ­ბა­ვი ბრი­ტა­ნეთ­შიც გა­ი­გეს და პრინც ჰა­რის სა­მე­ფო ქორ­წილ­ში ჭი­ქებ­ში ჩა­მო­ის­ხა... ახლა სწო­რედ ამ ღვი­ნის ამ­ბავს გიყ­ვე­ბით.

ანა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი:

- ჩვენს მე­ურ­ნე­ო­ბას სა­ფუძ­ვე­ლი 2001 წელს ჩა­ე­ყა­რა. მა­მა­ჩემ­მა, გი­ორ­გი მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა და­ა­არ­სა კომ­პა­ნია. სა­ერ­თოდ, ოჯა­ხი 100 წელ­ზე მე­ტია, მეღ­ვი­ნე­ო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მო­შო­ბით შილ­და­დან ვართ და ეს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სო­ფე­ლია, მა­მამ ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ი­წყო, მიწა შე­ი­ძი­ნა. მა­ნამ­დე მი­წის არა­ერ­თი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო­ნი­ა­და­გი­ან ად­გილს, ვე­ნა­ხის­თვის სა­ჭი­რო მიკ­რო­ზო­ნას დიდ­ხანს ეძებ­და. ამის შეს­წავ­ლა-შე­მოწ­მე­ბას დრო და­უთ­მო. სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩე­ვა­ნი სა­კუ­თარ სო­ფელ­ზე შე­ა­ჩე­რა. ეს მიკ­რო­ზო­ნა უნი­კა­ლუ­რია.

- კავ­კა­სი­ო­ნის მთე­ბის ძი­რას და მდი­ნა­რე ჩელ­თის ქა­ნებ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი სა­ნა­ხა­ვა­დაც ულა­მა­ზე­სია...

- კი, ჩვე­ნი მიკ­რო­ზო­ნა კავ­კა­სი­ო­ნის მთე­ბის ძი­რას არის, კარგ ად­გი­ლას. დღე მზეა და სა­ღა­მოს კავ­კა­სი­ო­ნი­დან ქარი უბე­რავს. ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა დღე­სა და ღა­მეს შო­რის ყუ­რძენ­ზე და მის ხა­რისხზე კარ­გად მოქ­მე­დებს. ეს კი ერთ-ერთი ნი­შა­ნია იმის, თუ რა­ტომ არის ეს ად­გი­ლი უნი­კა­ლუ­რი. ყუ­რძნის ხა­რისხს ნი­ა­და­გიც გან­სა­ზღვრავს, ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ყუ­რძნის­თვის. ძი­რი­თა­დად სა­ფე­რა­ვის ჯი­შე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია ქინ­ძმა­რა­უ­ლის მიკ­რო­ზო­ნა­დაც ით­ვლე­ბა. აქა­უ­რო­ბას გუ­ნა­შა­ურ­საც ეძა­ხი­ან, რაც ასე­ვე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი.

mirianashvilebivenaxi-9-69767-1651040132.jpg

- ვე­ნა­ხი და ღვი­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო ერთ სივ­რცე­შია... ეს შრო­მა­საც აად­ვი­ლებს და მგო­ნი, პრო­დუქ­ტის ხა­რისხზეც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს...

- კი, ხა­რისხზე ისიც მოქ­მე­დებს, რომ ვე­ნა­ხი, რო­მე­ლიც 80 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და ღვი­ნის სა­წარ­მო, მა­რა­ნი - ყვე­ლა­ფე­რი ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. გვაქვს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვევ­რე­ბის მა­რა­ნიც და ცის­ტერ­ნე­ბიც - ერთი კომ­პლექ­სია. ასე ერ­თად რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი, მა­მამ თა­ვი­დან­ვე გან­სა­ზღვრა. ეს ფაქ­ტო­რი ღვი­ნის ხა­რისხზე კარგ გავ­ლე­ნას ახ­დენს, რად­გან ყუ­რძე­ნი დაკ­რე­ფი­დან 15 წუთ­ში სა­წარ­მო­ში მუ­შავ­დე­ბა, არ ყოვ­ნდე­ბა... გააგრძელეთ კითხვა