„ისეთივე გაუტეხელი, როგორც უკრაინა!“ როგორ გახდა სამზარეულოს კარადა ბოროდიანკადან სიძლიერის სიმბოლო
შეგიმჩნევიათ, რამდენად ხშირად ხდებიან ინტერიერის საგნები სიძლიერის ან სიმამაცის სიმბოლოები? მაგალითად, საბჭოთა კავშირის პირობებში ბროლის ჭურჭელი ფუფუნების საგანი იყო, ხოლო უკრაინელებისთვის გამძლეობის ნამდვილი სიმბოლო ჩვეულებრივი სამზარეულოს კარადა გახდა ბოროდიანკადან.
საქმე არ არის იმაში, რომ კარადა განსაკუთრებულია, ახალია და ძვირი ღირდა, მისი მთავარი ღირსება არის ის, რომ მან გაუძლო დაბომბვას და შეძლო ყველა ნივთის უვნებლად შენახვა.
პირველად სამზარეულოს კარადა სახლის კედელზე, რომელიც ჭურვის გამო იყო ჩამონგრეული, შენიშნა ფოტოგრაფმა ელიზავეტა სერვატინსკაიამ და როგორც კი ინტერნეტსივრცეში ფოტო გამოჩნდა, თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო მასზე საუბარი.
როდესაც ბოროდიანკა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, გიდნოსტის მუზეუმის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მისი ისტორიული ღირებულების გამო კარადა მუზეუმის კედლებში დაეცვათ. ბინის მეპატრონის ნებართვით დაშალეს და კიევში გადაიტანეს. მათ ასევე შეაგროვეს ნივთების უნიკალური კოლექცია და ჩაწერეს ბოროდიანკას მკვიდრთა ზეპირი მონათხრობები.
სხვათა შორის, კერამიკული მამალი, რომელსაც კარადის თავზე ხედავთ და რომელიც ასევე უვნებელი გადარჩა, კიევში მყოფ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ქუჩაში შემხვედრმა ქალმა აჩუქა, როგორც უკრაინის უძლეველობის სიმბოლო. ასე შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთებმა ისტორიული ღირებულება, რასაც საუკუნეების შემდეგაც კი გაიხსენებენ.